"შსს-აკადემიას" მთავარი მწვრთნელი დრაგან პეტრიჩევიჩი იქნება

AutoSharing Option
2013-14 წლების სეზონში "შსს აკადემიას" ბერძენი გიორგიოს კეცელიდისი აღარ გაწვრთნის.

მას კონტრაქტი მაისში დაუმთავრდა და ჩვენთან ინტერვიუში თქვა, საქართველოში, ალბათ, აღარ დავრჩებიო.

მის მიერ გაჩემპიონებულ გუნდს სერბი სპეციალისტი დრაგან პეტრიჩევიჩი გაწვრთნის. იგი მუშაობდა როგორც რუმინულ კლუბებში, ასევე ტუნისში. 1996-98 და 2000 წლებში პეტრიჩევიჩი რუმინეთის ნაკრებსაც ედგა სათავეში.

მის ტიტულთა შორისაა აფრიკის ჩემპიონთა თასი, რუმინეთის ჩემპიონობა (სამჯერ) და თასი (ორჯერ). ორჯერ დასახელდა რუმინეთის საუკეთესო მწვრთნელად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული