"არმიაში" შესაძლოა ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნოს

AutoSharing Option
30 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სუპერლიგის გუნდ "არმიას" მწვრთნელად ბალკანელი სპეციალისტი ჩამოდის.

ცხადია, დავინტერესდით, რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა.

დავუკავშირდით კლუბის პრესცენტრის ხელმძღვანელ ნინო შონიას, რომელმაც გუნდის უფროსობასთან საუბრის შემდეგ გვითხრა: "არმია" ახალი სეზონისთვის ემზადება, თუმცა ახალ მწვრთნელზე ლაპარაკი არ ყოფილაო.

"არმიას" თავკაცი კოტე ტუღუში ამჟამად სლოვენიაშია და იგორ კოკოშკოვის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

რაც შეეხება გუნდის მზადებას, რამდენიმე ახალწვეულის გვარი უკვე ცნობილია. "ქუთაისიდან" "არმიაში" გადავიდნენ თემურ ბაბუნაშვილი და ბუბა კვიმსაძე.

შეგახსენებთ, რომ ბუბა ძალოვანთა შემადგენლობაში 2011-12 წლების სეზონში უკვე თამაშობდა.

"ოლიმპიდან" არმიელებმა მიხეილ ბერიშვილი გადაიბირეს.

"არმიადან" "ქუთაისში" კი ბესიკ ლეჟავა გადავიდა, რომელიც იმერელთა მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან ერთად აქამდე "რუსთავშიც" მუშაობდა, "შსს აკადემიაშიცა" და "აკადემიაშიც".

არმიული კითხვის ნიშანი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული