2023 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე საფრანგეთი უკვე ტრადიციად ქცეულ შეიარაღებული ძალების გუნდების მეოთხე მსოფლიო თასს უმასპინძლებს და მასში ზედიზედ მესამედ ითამაშებს ქართული ჯარი.

ტურნირში, რომელიც 19 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში გაიმართება, 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ სამი მოწინავე და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის, ორი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას, დარჩენილი 4 გუნდი კი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს.

ქართული ჯარი მეორე ჯგუფში დიდ ბრიტანეთთან, ტონგასთან და ესპანეთთან მოხვდა. პირველ ჯგუფში საფრანგეთი, ავსტრალია, იაპონია და ნიდერლანდები; მესამე ჯგუფში კი ფიჯი, ახალი ზელანდია, ირლანდია და უზბეკეთი ითამაშებენ.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველო პირველ თამაშს 19 აგვისტოს, ესპანეთთან გამართავს, 23-ში დიდ ბრიტანეთს, ხოლო 27-ში ტონგას ერკინება, რის შემდეგაც დაკავებული ადგილის მიხედვით ნახევარფინალში მისი მეტოქე გაირკვევა.

ქართულ ჯარს, "არმიას", მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე ავარჯიშებს. 35-კაციანმა გაფართოებულმა შემადგენლობამ პირველი, 3-კვირიანი ფიზმომზადების ეტაპი უკვე დაასრულა. გუნდი საფრანგეთში 15 აგვისტოს მიემგზავრება, მანამდე კი ორი 5-დღიანი შეკრება ექნება მარტყოფის სარაგბო ბაზაზე. 4 აგვისტოს ქართული ჯარი საკონტროლო თამაშს გამართავს, რის შემდეგაც ის 30 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც თავდაცვის სამინისტროების მსოფლიო თასზე გაემგზავრება.

„მთელი წლის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს 8 ნაწილის გუნდებს შორის ტარდებოდა ჩემპიონატები, რომლის მსვლელობისას მოთამაშეებს ვაკვირდებოდით. თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორები თამაშობენ საქართველოს ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგაში, მათ შორის, დიდ 10-ში. წინა გამოცდილებებმა დაგვანახა, რომ მსოფლიო ჩემპიონატებზე მონაწილე გუნდების შემადგენლობაში არაერთი პროფესიონალი მოთამაშეა. ამიტომ, წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ მოთამაშეებს დავამატეთ ისეთი ძლიერი მორაგბეები, რომლებსაც ნაკლები საერთაშორისო თამაშების გამოცდილება აქვთ და ვფიქრობ, მსოფლიოზე ჩვენც კონკურენტუნარიანი გუნდით წარვდგებით“ – სელექციის შესახებ ამბობს ლევან ობოლაძე და განაგრძობს:

„35-მა მოთამაშემ მზადების პირველი ეტაპი, რომელიც ფიზმომზადებას დაეთმო, ჩემპიონთა აკადემიაში გაიარა. ვვარჯიშობდით როგორც დარბაზში, ასევე მოედანზე. ვარჯიშებმა ძალიან კარგად ჩაიარა. ახლა ერთი კვირა დავისვენებთ და 31 აგვისტოდან 5-დღიან შეკრებაზე შევალთ მარტყოფში. აქ ყურადღება ტაქტიკურ-ტექნიკურ მომზადებაზე გამახვილდება, 4 აგვისტოს გვექნება საკონტროლო მატჩი რომელიმე ქართულ გუნდთან, რის შემდეგაც საფრანგეთში წამსვლელ 30 მორაგბეს შევარჩევთ და გამგზავრებამდე კიდევ 5-დღიანი შეკრება გვექნება“.

„რაც შეეხება თამაშებს, ვეცდებით, ყველა შეხვედრაში კონკურენტუნარიანები ვიყოთ და დანარჩენი ადგილზე გამოჩნდება. თითოეული მოთამაშისთვის ეს არის შანსი, ითამაშოს საკუთარი ქვეყნის სახელით. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მთავარია, ამ ქვეყნის ჯარში მსახურობდე და ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითისთვის, ბრიტანეთის ნაკრებში არაერთი ფიჯელი თამაშობს, თავად ფიჯის კი ნაკრებში სამი ისეთი მოთამაშე ჰყავდა, რომლებსაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები აქვთ მოპოვებული“.

Rugby.ge

რეზო
უზბეკეთი?!!!! აფრიკა სადაა?
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
დიდი 10 ჩხუბით და "ლოკომოტივის" გამარჯვებით განახლდა