ბათუმელებმა იცოდნენ, რომ ფარქვეშ მეტოქეს ვერ აჯობებდნენ, ამიტომ, დავით უსტრიაშვილის გუნდმა აქცენტი სამქულიან ტყორცნებზე გააკეთა. საბოლოოდ 33-ჯერ ისროლა შორიდან და 11 ჩააგდო. ამ კომპონენტში უპირატესობა აჭარელთა მხარეს იყო, შსს-მ 21-დან 4 სამქულიანი გამოიყენა (ოთხივე ტროი კოტონმა). თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ფარქვეშიდან უკეთესად თბილისელები თამაშობდნენ და შედეგიც სახეზეა -
მოკლედ, ფარქვეშ დაკარგულის ანაზღაურებას ბათუმელები სამქულიანებით ცდილობდნენ და სამი პერიოდის განმავლობაში მეტოქესთან თანაბრადაც იბრძოდნენ, თუმცა მეოთხე ათწუთეულში გამოცდილებამ თავისი გაიტანა და შსს-მ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა - 79:71 სტუმართა სასარგებლოდ.
მატჩის ბომბარდირი ბათუმელი ლაშა კეშელავა გახდა - 27 ქულა და 10 მოხსნა. შსს-ელმა ტროი კოტონმა საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა - 22 ქულა, 5-5 პასი-ჩაჭრა. ხოლო ძალოვნების რიგებში მოთამაშე ბათუმელმა დავით იმნაძემ სუპერლიგის რეკორდი დაამყარა - 17 მოხსნა მოაგროვა. 16-მოხსნიანი რეკორდი "სოხუმის" ამერიკელ ცენტრ კარლ დამუსს ეკუთვნოდა.
მესამე ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა დღეს, სპორტის სასახლეში გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს "სოხუმი"-"ენერჯის" დაპირისპირება. დუდუ დადიანის მემორიალზე ამ გუნდების მატჩი რუსთაველთა მინიმალური გამარჯვებით (71:70) დასრულდა.
სუპერლიგა. III ტური
12 ნოემბერი, ბათუმი
ბათუმი-შსს 71:79
21:20, 19:21, 18:19, 13:19
ბათუმი: რამიშვილი (2ქ), თენიეშვილი (4ქ, 5მ), მიქელაძე (9ქ, 8მ, 4პ), ნინუა (2ქ, 3პ), ჩხატარაშვილი, კეშელავა (27ქ, 10მ), ელიაშვილი (8ქ, 5მ), ელიაძე (19ქ, 6მ, 3პ).
შსს: დ. ბერიშვილი (4ქ, 4ჩ), ლაფანაშვილი (15ქ, 8მ), ლეჟავა (4ქ), ნიკოლაძე, კოტონი (22ქ, 5პ, 5ჩ), მარკოიშვილი (4ქ, 3პ, 3ჩ, 5ფ), დ. ბარბაქაძე (10ქ, 6მ), იმნაძე (12ქ, 17მ), შერმადინი (6ქ), ტომარაძე (2ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. სადღობელაშვილი
კომისარი: რ. გელოვანი.
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. შსს 3 3 0 284/208 6
2. თსუ 2 2 0 193/169 4
3. ენერჯი 2 2 0 168/158 4
4. აგრარული 2 1 1 138/142 3
5. სოხუმი 2 1 1 178/169 3
6. დინამო 2 1 1 130/184 3
7. ქუთაისი 2 1 1 154/155 3
8. სტუ 2 0 2 162/190 2
9. სამედიცინო 2 0 2 128/147 2
10. ბათუმი 2 0 2 134/143 2
11. არმია 1 0 1 78/82 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"