იმნაძის ბათუმური რეკორდი

AutoSharing Option
მესამე ტური ზღვისპირეთში გაიხსნა, "ბათუმმა" შსს-ს უმასპინძლა. ფავორიტი ძალოვანთა გუნდი იყო და წინასწარ შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ სტუმრები გაიმარჯვებდნენ, რადგან მათ გაცილებით გამოცდილი შემადგენლობა ჰყავთ. თუმცა ბათუმიდან ორი ქულის წამოღება იოლი არ აღმოჩნდა.

ბათუმელებმა იცოდნენ, რომ ფარქვეშ მეტოქეს ვერ აჯობებდნენ, ამიტომ, დავით უსტრიაშვილის გუნდმა აქცენტი სამქულიან ტყორცნებზე გააკეთა. საბოლოოდ 33-ჯერ ისროლა შორიდან და 11 ჩააგდო. ამ კომპონენტში უპირატესობა აჭარელთა მხარეს იყო, შსს-მ 21-დან 4 სამქულიანი გამოიყენა (ოთხივე ტროი კოტონმა). თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ფარქვეშიდან უკეთესად თბილისელები თამაშობდნენ და შედეგიც სახეზეა -
26:12 ორქულიან ტყორცნებში.

მოკლედ, ფარქვეშ დაკარგულის ანაზღაურებას ბათუმელები სამქულიანებით ცდილობდნენ და სამი პერიოდის განმავლობაში მეტოქესთან თანაბრადაც იბრძოდნენ, თუმცა მეოთხე ათწუთეულში გამოცდილებამ თავისი გაიტანა და შსს-მ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა - 79:71 სტუმართა სასარგებლოდ.

მატჩის ბომბარდირი ბათუმელი ლაშა კეშელავა გახდა - 27 ქულა და 10 მოხსნა. შსს-ელმა ტროი კოტონმა საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა - 22 ქულა, 5-5 პასი-ჩაჭრა. ხოლო ძალოვნების რიგებში მოთამაშე ბათუმელმა დავით იმნაძემ სუპერლიგის რეკორდი დაამყარა - 17 მოხსნა მოაგროვა. 16-მოხსნიანი რეკორდი "სოხუმის" ამერიკელ ცენტრ კარლ დამუსს ეკუთვნოდა.
მესამე ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა დღეს, სპორტის სასახლეში გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს "სოხუმი"-"ენერჯის" დაპირისპირება. დუდუ დადიანის მემორიალზე ამ გუნდების მატჩი რუსთაველთა მინიმალური გამარჯვებით (71:70) დასრულდა.

სუპერლიგა. III ტური
12 ნოემბერი, ბათუმი
ბათუმი-შსს 71:79
21:20, 19:21, 18:19, 13:19
ბათუმი: რამიშვილი (2ქ), თენიეშვილი (4ქ, 5მ), მიქელაძე (9ქ, 8მ, 4პ), ნინუა (2ქ, 3პ), ჩხატარაშვილი, კეშელავა (27ქ, 10მ), ელიაშვილი (8ქ, 5მ), ელიაძე (19ქ, 6მ, 3პ).
შსს: დ. ბერიშვილი (4ქ, 4ჩ), ლაფანაშვილი (15ქ, 8მ), ლეჟავა (4ქ), ნიკოლაძე, კოტონი (22ქ, 5პ, 5ჩ), მარკოიშვილი (4ქ, 3პ, 3ჩ, 5ფ), დ. ბარბაქაძე (10ქ, 6მ), იმნაძე (12ქ, 17მ), შერმადინი (6ქ), ტომარაძე (2ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. სადღობელაშვილი
კომისარი: რ. გელოვანი.

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. შსს 3 3 0 284/208 6
2. თსუ 2 2 0 193/169 4
3. ენერჯი 2 2 0 168/158 4
4. აგრარული 2 1 1 138/142 3
5. სოხუმი 2 1 1 178/169 3
6. დინამო 2 1 1 130/184 3
7. ქუთაისი 2 1 1 154/155 3
8. სტუ 2 0 2 162/190 2
9. სამედიცინო 2 0 2 128/147 2
10. ბათუმი 2 0 2 134/143 2
11. არმია 1 0 1 78/82 1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული