სუპერლიგა. I ტური: "მაქაბი" "შსს აკადემიას" გაუძალიანდა

AutoSharing Option
საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატი სპორტის სასახლეში მაკაბი -შსს აკადემიის მატჩით დაიწყო.

სუპერლიგის 2013-14 წლებში სეზონის პირველივე მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

უმაღლეს ლიგაში 3-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა "მაკაბიმ" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვეღარ მოახერხა.

წინა სეზონისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი ლეგიონერების გარეშე ასპარეზობს.

შსს-ელებმა რამდენიმე დღის წინ დავით უგრეხელიძე დაიმატეს, რომელმაც დღევანდელ მატჩში ღირსეულად შეცვალა აკადემიელთა ტრავმირებული ცენტრი ილია ლონდარიძე.

პირველი მეოთხედი აკადემიელებმა 18:10 მოიგეს, რის შემდეგაც "მაკაბიმ" თამაში გამოასწორა და ჩამორჩენას მეთოდურად
ამცირებმა. გიორგი ფერიაშვილმა და ლევან რევაზაშვილმა შედეგიანი თამაშით მაკაბელებს ბოლო წუთებზე მატჩის მოგების შანსი უბოძეს. ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა - აკადემიელებმა კონცენტრაცია ბოლომდე შეინარჩუნეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს - 87:83.

გამარჯვებულებს 22 ქულით ბექა ჩიკვილაძემ ულიდერა, მისმა თანაგუნდელმა მერაბ ბოქოლიშვილმა კი 20 ქულა და 6 პასი მიითვალა. რევაზ როგავას ანგარიშზე 15 ქულა და 9 პასი დაგროვდა. მაკაბელთა რიგებში 27 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო გიორგი ფერიაშვილი იყო, ლევან რევაზაშვილმა კი თავის გუნდს 22 ქულა შესძინა.

მაკაბი - შსს აკადემია 83:87
მაკაბი 10 26 30 17 83
შსს აკადემია 18 24 28 17 87
მსაჯები: დავით ბერიშვილი, ირაკლი ბერიშვილი, მიხეილ ვართანოვი
კომისარი: თენგიზ ქიქოძე

Sportall.Ge

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული