სუპერლიგის პირველ ტურში "ბათუმმა" თბილისში "ოლიმპი" 19 ქულით დაამარცხეს, რაშიც ლომის წილი ზღვისპირელთა ლეგიონერებმა დაიდეს.
აჭარული გუნდის იოლი გამარჯვებიდან გამომდინარე, "არმიას" ბათუმში ძალიან რთული თამაში ელოდა, რომელსაც ტუღუშის გუნდმა ჩინებულად გაართვა თავი.
პირველი მეოთხედი თბილისელებმა 19:7 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი სხვაობა კვლავ 12 ქულ იყო. ამერიკელმა და კანადელმა ლეგიონერებმა თამაშის ხარისხი მესამე პერიოდში შედარებით გამოასწორეს და მათმა შედეგიანობამ
გამარჯვებულებს 14 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა ბექა წივწივძემ, ბოისამ 12 ქულა ჩააგდო, ხოლო თეიმურაზ ბაბუნაშვილმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა.
რაც შეეხება ბათუმელებს, საუკეთესონი კვლავ ლეგიონერები იყვნენ - კადუგანმა 16 ჩააგდო, სეფოლდმა - 15, ხოლო ჯექსონმა - 13.
მატჩისშემდგომი კომენტარები
კოტე ტუღუში ("არმია"):
"როგორც მოსალოდნელი იყო, "ბათუმმა" სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა. ამაში იმ გულშემატკივრებს ვგულისხმობ, რომლებიც დარბაზში მრავლად იყვნენ და თავიანთ გუნდს მხურვალედ გულშემატკივრობდნენ. მადლობა ბათუმლებს ასეთი აქტიურობისთვის, რაც კალათბურთს ძალიან უხდება და ავსებს.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის თამაშს, მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო თავდადებული გარჯისთვის. პირველიდან ბოლო წუთებამდე ყველა არმიელი იბრძოდა, თითოეულმა მოთამაშემ მაქსიმუმი გაიღო მოგებისთვის და შედეგიც სახეზეა".
მიხეილ კობეშაძე ("ბათუმი"):
"ძალიან ცუდად ვითამაშეთ. განსაკუთრებით დაცვაში, მეტოქემ 71 ქულა ჩაგვიგდო. ვერც ლეგიონერებმა იასპარეზეს. ჩვენს გუნდს შეთამაშება აკლია და ეს თამაშზეც აისახა".
წყარო:
superleague.ge