რუსთავი-სოხუმი 45:78 - "სოხუმმა" ანგარიში გახსნა

AutoSharing Option
საწყის ორ ტურში ორი მარცხის შემდეგ "სოხუმი" რუსთავს ეწვია და ხასიათი გამოიკეთა.

თავის მხრივ, რუსთაველებს ჯერ არ შეხვედრიათ "თავის კბილა" მეტოქე. ამიტომ ჯერ გამარჯვების გემო არ გაუსინჯავთ.

გადამწყვეტი. მე-14 წუთისთვის მასპინძლები 18:17-ს იგებდნენ. სწორედ ამის შემდეგ გაუშვეს ხელიდან ინიციატივა, რომლის დაბრუნება ბოლომდე ვერ მოახერხეს. "სოხუმმა" მეორე პერიოდში 10:0 გაქცევა მოაწყო და - 27:18...

სტატისტიკა არ ტყუის. რუსთაველები თითქოს სტუმრად, მათთვის უცხო დარბაზში თამაშობდნენ და კალათებთან შეგუება ვერ მოასწრეს - ძალიან დაბალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნეს: თამაშიდან 75 სროლა შეასრულეს და მხოლოდ
18 ჩააგდეს (24%). "სოხუმმა" 62-დან 29 გამოიყენა, რაც ნორმალური მაჩვენებელია - 46.8%.

რჩეული. ორმაგი დუბლი სოხუმელმა წინახაზელებმა შეასრულეს - ჟერომ სიმონსმა 10 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა, ნიკა მეტრეველმა - 14 ქულა და 12 მოხსნა. მატჩის ბომბარდირი კი 18 ქულით ირაკლი ჩლაიძე გახდა.

1 ნოემბერი, რუსთავი
რუსთავი-სოხუმი 45:78
11:9, 14:29, 14:20, 6:20
რუსთავი: მაჭავარიანი, გ. არაბული (1ქ), არწივიძე (2ქ, 3პ), ხმელიძე (12ქ), ჩაჩანიძე (12ქ), ალხანაიძე (3ქ), ყველაშვილი, ჯ. არაბული (4ქ, 6მ), გუგავა (3ქ, 12მ), გაგნიძე, მაისურაძე (8ქ, 5მ), დვალი.
სოხუმი: მეტრეველი (14ქ, 12მ), ივანიჩი (6ქ, 4პ), გოლეთიანი, ჩლაიძე (18ქ, 3პ), შვანგირაძე (6ქ), გაბისონია, ბააკაშვილი (5ქ), ქადარია (4ქ, 5მ, 3პ), საიმონსი (10ქ, 13მ), დეკანოიძე (2ქ), ბექაური (7ქ, 10მ), ჯექსონი (6ქ, 4პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ წ სხ ქ
1. ქუთაისი 3 3 0 298/193 6
2. არმია 2 2 0 147/111 4
3. სოხუმი 3 1 2 198/196 4
4. რუსთავი 3 0 3 162/254 3
5. ოლიმპი 2 1 1 182/164 3
6. მაკაბი 3 0 3 211/300 3
7. ბათუმი-რსუ 2 1 1 166/157 3
8. დინამო 1 1 0 70/63 2
9. შსს აკადემია 1 1 0 87/83 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული