ბათუმი-სოხუმი 68:67 - "ბათუმმა" ბოლო წამებზე ამოყვინთა

AutoSharing Option
14 ნოემბერს დავწერეთ - მეხუთე ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში გაიმართებაო. მოლოდინმა გაამართლა, სწორედ ისეთი თამაში გამოდგა, ტურის მთავარ დაპირისპირებას რომ შეშვენის.

მიმდინარე სუპერლიგაში ხომ ასეთი თანაბარი თამაშებით განებივრებულები არა ვართ.

გადამწყვეტი. შეხვედრის საერთო სურათიდან გამომდინარე, აშკარა იყო - ყველაფერი ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო.

საფინალო სირენამდე 1:50 წუთი რჩებოდა, ტაბლოზე 63:62 ეწერა, როცა სოხუმელმა ნიკა მეტრეველმა ერთმანეთის მიყოლებით 5 ქულა ჩააგდო და სტუმრები წინ გაიყვანა - 67:63.

"ბათუმს" თამაშის გამოსასწორებლად წუთი რჩებოდა, რაც პლეიმეიქერ ჯუნიორ ქედუგანისთვის სრულიად საკმარისი გამოდგა.

Sportall.Geმას სტუმრები
წესების დარღვევებით აჩერებდნენ, კანადელი კი ჯარიმას ჯარიმაზე აგდებდა: 56 წამში 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა და "ბათუმს" სეზონში მესამე შეხვედრა მოაგებინა - 68:67.

სტატისტიკა არ ტყუის. "სოხუმს" მეტოქეზე ხუთით მეტი სამქულიანის ჩაგდებამაც ვერ უშველა (9/4), რადგან საჯარიმო ტყორცნები ძალიან დაბალი შედეგიანობით სტყორცნა - 17-დან მხოლოდ 6 გამოიყენა.

ასეთ თამაშში კი თითო საჯარიმო ოქროდ ფასობს.

გამორჩეული. "სოხუმს" ბოლო წუთზე მიღწეული რომ შეენარჩუნებინა, საუკეთესო უთუოდ მეტრეველი გახდებოდა (12 ქულა, 11 მოხსნა), მაგრამ რადგან გადამწყვეტ მომენტში სტუმართა მონდომება ჯუნიორ ქედუგანმა გადაფარა, არათუ მატჩის, არამედ ტურის საუკეთესო კალათბურთელიც ის იყო. კანადელი გამთამაშებლის ანგარიშზე 26 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასია.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ წ სხ ქ
1. არმია 5 5 0 429/311 10
2. ქუთაისი 5 4 1 458/344 9
3. დინამო 4 4 0 357/279 8
4. ბათუმი-რსუ 5 3 2 414/404 8
5. შსს აკადემია 4 2 2 291/287 6
6. ოლიმპი 4 1 3 314/345 5
7. მაქაბი 5 0 5 344/511 5
8. სოხუმი 4 1 3 265/264 5
9. რუსთავი 4 0 4 224/351 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული