სუპერლიგა. V ტური. სიმბოლური ნაკრები: ისევ ქედუგანი

AutoSharing Option
ბათუმელებს საწყისი სამი ტურის შემდეგ ორი მარცხი ჰქონდათ. მათ ჯერ "არმიასთან" შინ დათმეს, შემდეგ სტუმრად - "დინამოსთან". მას მერე ზღვისპირელებმა ორ საშინაო შეხვედრაში ჩემპიონატის ფავორიტებს უმასპინძლეს და მათთან ბრძოლებში დაგვანახვეს, რომ ოქროს მაძიებელთა რიგებში უნდა ჩავწეროთ.

ბათუმელებმა მეოთხე ტურში "ქუთაისი" დაამარცხეს, ხოლო მეხუთეში - "სოხუმი". ამ უკანასკნელთან აჭარლებმა წაგებული თამაში შემოატრიალეს - ბოლო წუთისთვის 4 ქულის სხვაობით აგებდნენ და საბოლოოდ 68:67 იმარჯვეს.

გადამწყვეტი ხუთი ქულა "ბათუმს" გამთამაშებელმა ჯუნიორ ქედუგანმა მოუტანა. სწორედ ამიტომ დავასახელეთ იგი ტურის საუკეთესო კალათბურთელად. არც კანადელის სტატისტიკა
გვიშლიდა ხელს - 26 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი.

ბოლოსწინა წუთზე სოხუმელმა ნიკა მეტრეველმა გამოიდო თავი და სწორედ მან დააწინაურა თანაგუნდელები ხუთი ქულით, თუმცა ჯუნიორმა შრომა წყალში ჩაუყარა. ორმაგდუბლოსანი (12 ქულა, 11 მოხსნა) მეტრეველის სიმბოლურში ხილვაც არ უნდა გაგვიკვირდეს.

ბათუმურ მატჩში, მარგი ქმედების კოეფიციენტით, საუკეთესო ჯეიმი ჯექსონი იყო (23), რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა და 5-5 ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. იგი სიმბოლურ ნაკრებში მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე მოხვდა. რადგან გადამწყვეტ მომენტში ქედუგანმა აიღო ლიდერობა და გუნდს მოაგებინა, ჯექსონზე წინ წავწიეთ და ტურის საუკეთესოდაც ის დავასახელეთ.

ქუთათურებს თბილისში ფიცხელი ბრძოლა გაუჩაღეს "შსს აკადემიის" ახალგაზრდა კალათბურთელებმა. მათი გუნდური მოქმედების წყალობით, მეოთხე პერიოდამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო რაუნდში იმერლებმა იძალეს, რომლებსაც რუსთაველი აკაკი დვალიშვილი გაუძღვათ. კაკიმ 12-დან 10 ორქულიანი ჩააგდო და მატჩი 22 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

აკადემიელთა რიგებიდან მერაბ ბოქოლიშვილი გამოვარჩიეთ და ვირტუალურ ნაკრებში სწორედ იგი გავამწესეთ მსროლელის პოზიციაზე (14 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი).

V ტური
შსს აკადემია-ქუთაისი 64:75
ოლიმპი-არმია 73:96
მაქაბი-დინამო 61:95
ბათუმი-სოხუმი 68:67

რეკორდები
ქულა
31 - ლევან რევაზაშვილი (მაქაბი)
2-ქულ 4/14; 3-ქულ 6/11; საჯ 5/5
09.11.13 მაქაბი-არმია

მოხსნა
21 - აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი)
(მეტოქ: 10; საკუთ: 11)
01.11.13 ქუთაისი-მაქაბი

პასი
14 - სანდრო მეგენეიშვილი (მაქაბი)
01.11.13 ქუთაისი-მაქაბი

ჩაჭრა
4 - ირაკლი მიქელაძე (ოლიმპი), ლევან ცეკვავა (ქუთაისი), მიხეილ ბერიშვილი (არმია), ზურაბ მაჭავარიანი (რუსთავი), ლევან ხმელიძე (რუსთავი), ჯეიმი ჯექსონი (სოხუმი).

დაფარება
5 - გიორგი ჯგერენაია (არმია)
25.10.2013 ბათუმი-არმია
5 - ჯეიმი ჯექსონი (ბათუმი)
14.11.13 ბათუმი-სოხუმი

ქულა
ად. მოთამაშე გუნდი თ ქ ქ.საშ.
1. ჯუნიორ ქედუგინი ბათუმი-რსუ 5 119 23.8
2. ლევან რევაზაშვილი მაქაბი 5 111 22.2
3. ქიენ კარტერი დინამო 4 80 20
4. გიორგი ფერიაშვილი მაქაბი 5 99 19.8
5. ჯეიმი ჯექსონი ბათუმი-რსუ 5 99 19.8
6. ჯერემი სეფოლდი ბათუმი-რსუ 5 96 19.2
7. აკაკი დვალიშვილი ქუთაისი 5 95 19
8. გიორგი შარაბიძე არმია 5 77 15.4
9. ბექა ჩიკვილაძე შსს აკადემია 4 61 15.25
10. სტევან მილოშევიჩი დინამო 4 59 14.75
11. ირაკლი ჩლაიძე სოხუმი 4 57 14.25
12. გიორგი ხანიაშვილი ოლიმპი 4 57 14.25
13. მერაბ ბოქოლიშვილი შსს აკადემია 4 57 14.25
14. ბესიკ ლეჟავა დინამო 4 55 13.75
15. რევაზ ჩაჩანიძე რუსთავი 4 52 13

მოხსნა
ად. მოთამაშე გუნდი თ მ.ს. მ.მ. მ მ.საშ.
1. აკაკი დვალიშვილი ქუთაისი 5 29 30 59 11.8
2. სტევან მილოშევიჩი დინამო 4 14 28 42 10.5
3. ჯერემი სეფოლდი ბათუმი-რსუ 5 18 31 49 9.8
4. ჯეიმი ჯექსონი ბათუმი-რსუ 5 22 26 48 9.6
5. დავით უგრეხელიძე შსს აკადემია 4 17 21 38 9.5
6. ნიკა მეტრეველი სოხუმი 4 9 27 36 9
7. გიორგი ფერიაშვილი მაქაბი 5 18 27 45 9
8. სიმონს ჯერომე სოხუმი 4 12 24 36 9
9. გიორგი ჯგერენაია არმია 5 18 22 40 8
10. რევაზ ათანელიშვილი ოლიმპი 4 12 19 31 7.75

პასი
ად. მოთამაშე გუნდი თ პ პ.საშ
1. გიორგი გამყრელიძე დინამო 3 29 9.67
2. სანდრო მეგენეიშვილი მაქაბი 5 38 7.6
3. ლევან ცეკვავა ქუთაისი 5 34 6.8
4. ჯუნიორ ქედუგინი ბათუმი-რსუ 5 33 6.6
5. რევაზ როგავა შსს აკადემია 4 24 6
6. ზაურ ფაშაევი ქუთაისი 5 26 5.2
7. ბექა წივწივაძე არმია 5 25 5
8. ბექა ჩიკვილაძე შსს აკადემია 4 15 3.75
9. ბესიკ ლეჟავა დინამო 4 15 3.75
10. ტარიელ თავართქილაძე ოლიმპი 3 11 3.67

ჩაჭრა
ად. მოთამაშე გუნდი თ ჩ ჩ.საშ
1. ჯეიმი ჯექსონი ბათუმი-რსუ 5 13 2.6
2. ჯერემი სეფოლდი ბათუმი-რსუ 5 12 2.4
3. ლევან ცეკვავა ქუთაისი 5 12 2.4
4. გიორგი გამყრელიძე დინამო 3 6 2
5. ჯუნიორ ქედუგინი ბათუმი-რსუ 5 10 2
6. ბექა ჩიკვილაძე შსს აკადემია 4 8 2
7. ზაურ ფაშაევი ქუთაისი 5 9 1.8
8. ირაკლი მიქელაძე ოლიმპი 4 7 1.75
9. ლევან ხმელიძე რუსთავი 4 7 1.75

დაფარება
ად. მოთამაშე გუნდი თ დ დ.საშ
1. გიორგი ჯგერენაია არმია 5 11 2.2
2. ჯეიმი ჯექსონი ბათუმი-რსუ 5 11 2.2
3. სტევან მილოშევიჩი დინამო 4 6 1.5
4. გიორგი ფერიაშვილი მაქაბი 5 7 1.4
5. ვახტანგ ქადარია სოხუმი 4 4 1
6. გიორგი შარაბიძე არმია 5 4 0.8
7. რევაზ ათანელიშვილი ოლიმპი 4 3 0.75
8. რევაზ როგავა შსს აკადემია 4 3 0.75
9. ნიკა მეტრეველი სოხუმი 4 3 0.75

შეცდომა
ად. მოთამაშე გუნდი თ შ შ.საშ
1. ლევან რევაზაშვილი მაქაბი 5 23 4.6
2. ლევან ცეკვავა ქუთაისი 5 21 4.2
3. სანდრო მეგენეიშვილი მაქაბი 5 21 4.2
4. რევაზ როგავა შსს აკადემია 4 15 3.75
5. ნიკა მეტრეველი სოხუმი 4 15 3.75
6. ილია ლონდარიძე შსს აკადემია 3 11 3.67
7. გიორგი გამყრელიძე დინამო 3 11 3.67
8. დავით არწივიძე რუსთავი 4 14 3.5
9. ლევან ხმელიძე რუსთავი 4 14 3.5
10. გიორგი ტეტელაშვილი მაქაბი 5 16 3.2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული