"სოხუმის" კალათბურთელები მეოთხე თვეა, უხელფასოდ თამაშობენ...

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში კვლავაც მოიძებნება გუნდები, რომელთა კალათბურთელებსაც თვეებია, ხელფასი არ აუღიათ. ასეთია "სოხუმი"...

რამდენი თვეა, რაც უხელფასოდ თამაშობს? რას ამბობენ კალათბურთელები? ჩანს პერსპექტივა? ამ შეკითხვებით გუშინ კლუბის მთავარ მწვრთნელ ვაჟა კვარაცხელიას მივმართეთ.

როგორც "სოხუმის" თავკაცმა გვითხრა, მის კალათბურთელებს ხელფასი ნოემბრის შემდეგ არ დარიცხვიათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზა, რომელსაც "სოხუმის" მხარდაჭერა აქვს ნაკისრი, პასუხისმგებლობას გაურბის.

- დღეს, 11 მარტს შევხვდით სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს, რომელმაც კალათბურთელები თბილად მიიღო და დაგვაიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გვითხრა, ფინანსური საკითხი
გადაწყვეტილია და მოთამაშეები კუთვნილ ხელფასებს ამ დღეებში მიიღებენო, - აღნიშნა ვაჟა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში "სოხუმი" კერძო ბიზნესმენის კუთვნილება იყო და რამდენიმე თვე მაშინაც შიშველ ენთუზიაზმზე უწევდა თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული