28 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ცხრილის ლიდერი "დინამო" და "შსს-აკადემია" დაუპირისპირდნენ. გამარჯვება "აკადემიელებს" დარჩათ, რომლებმაც მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს - 91:63.
მანამდე კი "სოხუმმა" დაძაბულ ბრძოლაში "ბათუმს" ანგარიშით 87:85 სძლია.
ტური 27 მარტს რეგიონებში დაიწყო. შეხვედრებს რუსთავმა და ქუთაისმა უმასპინძლეს, სადაც სათამაშოდ შესაბამისად "ოლიმპი" და "მგზავრები-არმია" ჩავიდნენ. ორივე მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - "რუსთავმა" "ოლიმპი" ანგარიშით 82:69 დაამარცხა, "ქუთაისმა" კი "მგზავრები-არმიას" აჯობა - 78:71.