ეს დავით უსტიაშვილის გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა, რამაც დროებით სატურნირო ცხრილში გაალიდერა.
გამარჯვებულთაგან 19 ქულით ლეონიდ სტეპანიშინი გამოირჩა, 18 ქულა და 11 პასი დააგროვა ირაკლი მიქელაძემ, ხოლო აკაკი დვალიშვილმა 15 ქულა, 12 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა. რუსთაველთაგან 18 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკოლა გაჩეშა.
მე-4 ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა დღეს, 7 ნოემბერს, თბილისის ახალ სპორტის
აკადემია - დინამო 11:45
სოხუმი - ქუთაისი 14:00
ოლიმპი - მგზავრები 16:00
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით