ქუთაისის სპორტის სასახლეში ფანებმა და კალათბურთელებმა იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის მე-7 ტურის შეხვედრას, რომელშიც ადგილობრივმა გუნდმა "დინამოს" უმასპინძლა, შეხლა-შემოხლა და ჩხუბი მოჰყვა.

დაძაბული მატჩი "ქუთიასის" გამარჯვებით, ანგარიშით 75:64 დასრულდა, ინციდენტი კი თამაშის მიწურულს მოხდა. დინამოელთა სათადარიგო სკამზე მსხდომთა და მაყურებელთა შორის სიტყვიერ შელაპარაკებას გაწევ-გამოწევა და აურზაური მოჰყვა. ამის გამო თამაში სამი წუთით შეწყდა.

დღის მეორე შეხვედრაში "ბათუმმა" შინ "სოხუმი" ანგარიშIთ 90:78 დაამარცხა.

დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მე-7 ტურის ორი მატჩი გაიმართება - "ოლიმპი" "რუსთავს" 14:00 სთ-ზე
დაუპირისპირდება, ხოლო 16:00 სთ-ზე კი "მგზავრებისა" და "აკადემიას" მატჩი დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ქუთაისელებს მუდმივად ერთი ძირითადი პრობლემა აქვთ, მუდმივად მეორე ქალაქელობის. ადრე პირველობაზე ოცნებობდნენ, ახლა კი, რაც შემოვლითი გზა გაკეთდა, მეორე ქალაქის სტატუსსაც კარგავენ(ბათუმი აშკარად წინ მიდის). ეს ძალიან აღიზიანებს და კომპლექსს უღვივებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ეს რა ტქმა უნდა ჩამორჩენილი აზროვნების და გაუნათლრბლობის ნიშანია, მაგრამ რას ვიზამთ, ფაქტია. ჰოდა ერთადერთი, რითაც თავის "გამოჩენა" შეუძლიათ, ის არის, სპორტულ ღონისძიებაზე თბილისიდან ჩასულ ერთეულ გულშემტკივრებს ეჩხუბონ. სადამდეა დასული ადამიანების ფსიქიკა, მართლა ცოდოები არიან.
.
28 ნოემბერი 2015 15:07
0
ეგ არის არასრულფასოვნების კომპლექსი, სულ თბილისის და თბილისელების ლანძღვაშია ძირითადად ქუთაისელები და მაინ ყველა თბილისში მორბიხართ
ქქქ
28 ნოემბერი 2015 13:56
0
ტატაია,
ქუთაისლები როდის მოიხდით ბოდიშს თბილისლების ლანძღვა გინებისთვის? 9 ნომერი რომ დაიმახსოვრე, შენ გარეწარ თანაქალაქელზე რატომ არაფერს ამბობ.
ara
28 ნოემბერი 2015 13:01
0
იმას რატომ არ წერთ რის გამო მოხდა შელაპარაკება.ის კალათბურთელი გამოვიდეს თუ კაცია და აღიაროს დანაშაული და რაც მთავარია ბოდიში მოუხადოს ქუთაისელ გულშემატკივარს.დინამოს 9 ნომერზეა საუბარი
tata
28 ნოემბერი 2015 12:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული