ჩემპიონატის ლიდერი "ბათუმი" "მგზავრებთან" 71:74 დამარცხდა. თავისი შეხვედრა ვერ მოიგო ჩემპიონატის მეორე ადგილოსანმა "ქუთაისმაც", რომელმაც "აკადემიასთან" 2 ქულის სხვაობით დამარცხდა - 83:85.
"სოხუმმა" დამაჯერებლად, ანგარიშით 74:64 სძლია "ოლიმპს". ტურის ბოლო შეხვედრაში კი "დინამომ" "რუსთავი" 8 ქულიანი სხვაობით დაამარცხა - 68:60.
ამრიგად, სატურნირო ცხრილს 27 ქულით ისევ "ბათუმი" ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილს კი 26-26 ქულით "ქუთაისი" და "დინამო" იყოფენ.