შეხვედრის პირველი, მეორე და მესამე პერიოდები უაღრესად დაძაბული გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვით ბოლო მეოთხედზე, რომელიც სოხუმელთა აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა და შეხვედრა, რომლის დაძაბულ ფინალს ელოდნენ, 24-ქულიანი სხვაობით - 85:61 დასრულდა.
სოხუმელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მძიმე პირველი ტაიმისა, რომლის განმავლობაშიც ძირითადად დინამოელები ლიდერობდნენ, ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა მოახერხა რეაბილიტაცია და
სოხუმელებს 29 ქულით ფილიპ მილერმა ულიდერა. 21 ქულა მიითვალა ლევან ფაცაციამ, ანდრე სმიტმა და გიორგი ჯგერენაიამ 12-12 ქულა მიითვალეს. "დინამოში" 19 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი არაბიძე.
თამაშის დასრულების შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.
ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ მოწინააღმდეგეს, ძალიან ცუდად, კატასტროფულად ვითამაშეთ და ამის საპირისპიროდ, ძალიან კარგად ითამაშა "სოხუმმა". ძალიან ბევრი შეცდომები გვქონდა და ისღა დაგვრჩენია მოვემზადოთ შემდეგი თამაშისთვის რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ
ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "დინამო" ჩვენი უშუალო კონკურენტია და ამ გუნდთან რევანში გვქონდა ასაღები. აქამდე ამ სეზონში 2-ჯერ შევხვდით და ანგარიში 1:1 იყო. მათთან სათამაშოდ სპეციალურად ვემზადებოდით და საწადელსაც მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში პრობლემებია და ხელფასის გასაცემად ჩემი საკუთარი ბინა ბანკში ჩავდე, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს ამ პრინციპული შეხვედრის მოსაგებად.
სუპერლიგის მორიგი, მე-20 ტური 3, 4 და 5 მარტს თბილისსა და ბათუმში გაიმართება.
მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით