კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა გმობს ყველანაირ ძალადობას, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010-ს" გასული სეზონის განმავლობაში მიეცა არაერთი გაფრთხილება თამაშის ორგანიზებასთან დაკავშირებით. მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული არაერთი პრევენციული ღონისძიებისა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სათამაშო გარემო, ა.წ. 25 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩის "ქუთაისი 2010" და თბილისის "დინამოს" მსვლელობისას მაყურებლის მხრიდან მოედნის მიმართულებით კვლავ ისროლეს სხვადასხვა საგნები, რის
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ იხელმძღვანელა დებულების მე-13 მუხლის (სუპერლიგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები) 13.3 პუნქტით და მიიღო გადაწყვეტილება:
1. საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010-ს" მომდევნო კალენდარული საშინაო მატჩი, რომელიც უნდა გაიმართოს ქ. ქუთაისში ა.წ. 2 დეკემბერს ("ქუთაისი 2010"-"კაკტუსი"), ჩატარდეს მაყურებლის გარეშე.
2. საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010-ს" დაეკისროს ფულადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3. ა. წ. 25 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩის "ქუთაისი 2010" და თბილისის "დინამოს" მატჩის შედეგად განისაზღვროს, მსაჯების მიერ მატჩის შეწყვეტის მომენტისთვის დაფიქსირებული შედეგი 56:68 - "დინამოს" სასარგებლოდ.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მათზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:
1. მგზავრები-სოხუმი (სუპერლიგა) - 26.11.16 (თბილისის სპორტის სასახლე)
"მგზავრების" მოთამაშეს ავთანდილ ლომინაშვილს მიეცა მკაცრი გაფრთხილება.
2. ბათუმი-ოლიმპი (სუპერლიგა) - 26.11.16 (ბათუმის სპორტის სასახლე)
სუპერლიგის დებულების 20.3 მუხლისა და კალათბურთის ოფიციალური წესების (მუხ. 20.2.1 - 20.2.2) თანახმად, გუნდი "ოლიმპი" მიჩნეულ იქნა წაგებულად "უფლების ჩამორთმევით", ქულათა ჩამონათვალში ჩაეწერა ნული (0) ქულა, დაეკისრა ფულადი ჯარიმა 3.500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო გამარჯვება მიენიჭა მეტოქეს ანგარიშით 20:0.
3. ქუთაისი-რუსთავი (20-წლამდელთა ჩემპიონატი)U- 25.11.16 (ქუთაისის სპორტის სასახლე)
კალათბურთის ოფიციალური წესების 39.2.1 მუხლის თანახმად, ქუთაისის მოთამაშეები: ფურცხვანიძე, გვენეტაძე, ჟღენტი, ფარჯანაძე დისკვალიფიცირებულნი არიან თითოეული ორ-ორი თამაშით, ხოლო რუსთავის მოთამაშეები: ჩიხრაძე, აბაიშვილი, წიქარიშვილი, პაპუაშვილი და გრიგორაშვილი - დისკვალიფიცირებულნი არიან თითო მატჩით.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"