სუპერლიგა 2016/17. XIV ტური: "დინამომ" საახალწლოდ ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
29 დეკემბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში წლის ბოლო მატჩები გაიმართა. თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, სატურნირო ცხრილის ლიდერმა "დინამომ" XIV ტურის შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ "ქუთაისს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად - ანგარიშით 92:75 დაამარცხა.

დინამოელებმა თავიდანვე შეძლეს ანგარიშში დაწინაურება და მეტოქეს მხოლოდ ბოლო მეოთხედის მოგების საშუალება მისცეს. "დინამოს" გამარჯვებაში 25 ქულით სოლიდური წილი დაიდო მიხეილ ბერიშვილმა.

მანამდე კი "ოლიმპმა" და "ბათუმმა" მაყურებელს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული შეხვედრა შესთავაზეს. საინტერესო, დინამიკური და ემოციებით სავსე ამ გუნდების მატჩი, რომელშიც ლიდერი 8-ჯერ შეიცვალა, საბოლოდ "ოლიმპის" გამარჯვებით -
83:82 დასრულდა.

გამარჯვებულებს 20 ქულით, 8 პასით და 7 მოხსნით რეზო როგავამ ულიდერა.

აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის XIV ტურის ოთხი მატჩიდან ორი გადაიდო. 28 დეკემბერს, რუსთავში დაგეგმილი თამაში "რუსთავი 1991"-სა და "კაკტუსს" შორის, დარბაზში არსებული პრობლემების გამო არ ჩატარდა. ასევე მომავალი წლისთვის გადაიდო 29 დეკემბერს "მგზავრებისა" და "სოხუმის" შეხვედრაც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ორივე მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით დადგინდება.

ამრიგად, ახალ წელს სატურნირო ცხრილის სათავეში "დინამო" წაუგებლად, 28 ქულით ხვდება. თამაშით ნაკლები აქვს მეორეადგილოსან "ქუთაისს", რომლის აქტივში 23 ქულაა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიდერების თამაში ტელევიზიით არ უნდა აჩვენოთ? აყურებინეთ მთელ საქართველოს და ხალხი გაახარეთ, არ გინდათ? ასე აპირებთ კალათბურთის პოპულარიზაციას საქართველოში?
koka
30 დეკემბერი 2016 15:41
0
წელს არ მომწონს ჩვენი გუნდი. სუსტად თამაშობენ!
გოგი ქუთაისელი
30 დეკემბერი 2016 11:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული