წავაგეთ?

AutoSharing Option

ატლანტას დატოვებას ვაპირებდი...

ზაზა ფაჩულიასთან ინტერვიუში ერთი კითხვა ასე ჟღერდა: რას იტყვი სლოვაკეთთან და უნგრეთთან წაგებულ შეხვედრებზე? საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კითხვითვე უპასუხა: წავაგეთ? შეიძლება ზოგს მოეჩვენოს, რომ ფაჩულიამ პასუხში ირონია გამოურია, თუმცა რეალურად ასე არ არის - ზაზამ უბრალოდ მიგვანიშნა, რომ საწყისი სამი ამხანაგური შეხვედრის შედეგს ყურადღებას არ აქცევს და თითქოს აღარც ახსოვს მისი გუნდი დამარცხდა თუ არა. ...მთავარი ოფიციალური შეხვედრების მოგებააო.

- სლოვაკეთთან და უნგრეთთან შედეგზე მეტად ჩვენი გუნდის თამაში მაინტერესებდა. თუმცა, ვიცი ქართველების ხასიათი და მესმის, რომ ყველაფრის მოგება

გვსურს. საწყის საკონტროლო მატჩებს სხვა დატვირთვა ჰქონდა - მწვრთნელს ახალი კალათბურთელების შესაძლებლობები აინტერესებდა. ახალგაზრდა ქართველებთან ერთად გუნდში ხომ ორი ამერიკელი ახალწვეულია. ჩემი აზრით, წაგება კარგიცაა, რადგან მარცხის გემო გავსინჯეთ და სასიამოვნო ნამდვილად არ აღმოჩნდა. ამიტომ, მომდევნო მატჩებში ყველაფერს ვიღონებთ, რომ ასე აღარ მოხდეს.

- გრინმა და ჰოსლიმ რა შთაბეჭდილება დატოვეს?
- მათ NBA-შიც უთამაშიათ და ევროპაშიც წარმატებული კარიერა აქვთ. ნორმალური კალათბურთელები არიან. გრინი პირველ-მეორე ნომრის პოზიციებზე თამაშობს, ჰოსლი - მესამე-მეოთხე ნომრებზე. ვნახოთ, როგორ შეეწყობიან ჩვენ გუნდს.

- არადა, ტაირონ ელისი გუნდთან უკვე შეჩვეული იყო...
- შედარება ჯერ ადრეა. ელისი ჩვენს გვერდით ოთხი წელი თამაშობდა, სათამაშო სქემებშიც კარგად იჯდა და ხასიათითაც ჩვენებური იყო... ხვალ-ზეგ საკონტროლო შეხვედრებია და ახალწვეულებზე უფრო უკეთესი შთაბეჭდილება შეგექმნებათ.

სრულად 23 ივლისის "ლელოში"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული