საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპს იწყებს. ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეების უმრავლესობა თბილისში შეიკრიბა და 16 ივლისს, გუნდის სამწვრთნელ შტაბთან ერთად გენერალურ შეკრებაზე სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში გაემგზავრება.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა
ილიას ზუროსმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
სლოვენიაში ვერ მიემგზავრება
ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც ნაოპერაციები ფეხი ბოლომდე მორჩენილი არ აქვს და ექიმებმა მას ამ ეტაპზე ვარჯიში აუკრძალეს. ის თბილისში დარჩება და ექიმების გადაწყვეტილებას დაელოდება, რათა მწყობრში ჩადგომის შემთხვევაში ნაკრებს დაუყონებლივ შეუერთდეს.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა
სანაძე, მაიკლ დიქსონი, გიორგი გამყრელიძე, ოთარ ფხაკაძე, ნოდარ გოგოძე, ბესო ლეჟავა, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, ანატოლი ბოისა, კახა ჯინჭარაძე, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, გიორგი შარაბიძე, გოგა ბითაძე, ბექა ბექაური, ილია ლონდარიძე.
gbf.ge