საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წვრთნის თანამედროვე სისტემაზე გადადის [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში წვრთნის თანამედროვე ტექნოლოგია დაინერგა. პოლარის სახელით ცნობილ სისტემას ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი გუნდები იყენებენ, რაც გულისხმობს ყველა მოთამაშისთის ფიზიკური გამძლეობის ინდივიდუალურად განსაზღვრას, საიდანაც მწვრთნელთა შტაბს ნათლად ეცოდინება, თუ ვის რა დონის დატვირთვები უნდა მისცეს.

აღნიშნული სისტემის მოწყობილობა პოდჩეტრტეკში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან ევროპაში განთქმულმა სლოვენიელმა სპორტულმა ექიმმა და აღნიშნული სისტემის პროფესორმა - მიტ ბრაჩიჩმა ჩამოიტანა. პოლარისის სისტემა გულისხმობს მოთამაშის ტანზე ვარჯიშის წინ მოწყობილობის მიმაგრებას, რომელიც გულის მოქმედების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის პროგრამას, რომელსაც მწვრთნელი აკონტროლებს.

აღნიშნული
სისტემის შესახებ ეროვნული ნაკრების გამოცდილმა მოთამაშემ, მანუჩარ მარკოიშვილმა გააკეთა კომენტარი:

"დღეს, ნაკრების ისტორიაში პირველად, გამოვიყენეთ პოლარისის მონიტორინგის სისტემა. მწვრთნელი თავიდანვე ცდილობს, რომ დააკვირდეს ჩვენი გულისა და ფიზიკური მომზადების ხარისხს. იმედია, ეს სისტემა დაგვეხმარება, რომ თითოეულ მოთამაშეზე შეიქმნას გარკვეული პროფილი, ჯანმრთელობისა და შესაძლებლობის."

- საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ვარჯიში ფიზიკურ მოზმადებაში და ილიას ზუროსის კომენტარი [VIDEO]




მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული