Eurohoops - ზაზა ფაჩულია ევრობასკეტზე ასპარეზობას იმედოვნებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ Eurohoops-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოჭ-წვივის ტრავმის დროულად მორჩენის და ევროპირველობაზე მონაწილეობის იმედი აქვს:

"ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. კოჭ-წვივის მდგომარეობა ყოველდღე მიუმჯობესდება, მაგრამ დროა საჭირო. ვერ გეტყვით რამდენი დღე დამჭირდება, თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ. კარგია, რომ ტურნირამდე ერთი კვირაა დარჩენილი. ორი ვარჯიშის ჩატარების იმედი მაქვს და მერე ვნახოთ.

რა თქმა უნდა, კონტინენტის პირველობაზე თამაში მინდა, ეს ჩემი მიზანია. იმედია, ყველაფერი გამომივა. თუმცა, ჯანმრთელობაც ასევე მთავარია. მითუმეტეს, როდესაც საქმე კოჭ-წვივს ეხება. ექიმები აკვირდებიან სიტუაციას, "გოლდენ სტეიტ უორიორზშიც"
საქმის კურსში არიან. საკუთარი თავისთვის რამის დაშავება არავის არ სურს".
მკითხველის კომენტარები / 22 /
ზაზა მაგრად დაგვეხმარება ჩვენ ის გვჭირდება!წარმატებები ბიჭებს
დდდ
08:20 28-08-2017
0
ნეტავ ის გამაგებინა რომელი დალაგებული რას ბლოკავს, რას ბეჭდავს? რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ნეტავ რა არ მოეწონა ჩემ ნაწერში?
alexandre
22:25 27-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული