Eurohoops - ზაზა ფაჩულია ევრობასკეტზე ასპარეზობას იმედოვნებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ Eurohoops-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოჭ-წვივის ტრავმის დროულად მორჩენის და ევროპირველობაზე მონაწილეობის იმედი აქვს:

"ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. კოჭ-წვივის მდგომარეობა ყოველდღე მიუმჯობესდება, მაგრამ დროა საჭირო. ვერ გეტყვით რამდენი დღე დამჭირდება, თუმცა სწორი მიმართულებით მივდივართ. კარგია, რომ ტურნირამდე ერთი კვირაა დარჩენილი. ორი ვარჯიშის ჩატარების იმედი მაქვს და მერე ვნახოთ.

რა თქმა უნდა, კონტინენტის პირველობაზე თამაში მინდა, ეს ჩემი მიზანია. იმედია, ყველაფერი გამომივა. თუმცა, ჯანმრთელობაც ასევე მთავარია. მითუმეტეს, როდესაც საქმე კოჭ-წვივს ეხება. ექიმები აკვირდებიან სიტუაციას, "გოლდენ სტეიტ უორიორზშიც"
საქმის კურსში არიან. საკუთარი თავისთვის რამის დაშავება არავის არ სურს".
მკითხველის კომენტარები / 22 /
სამწუხაროა მაგრამ ზაზა არ აპირებს ევროპის თამაშს...არც ფორმაში არ არის და ვერც გუნდის სათამაშო მონახაზში ჯდება. რასაც ბოლო სეზონი გოლდენ სტეიტში აკეთებდა ის ნაკრებისთვის არაა საკმარისი! წინა ევრობასკეტზე ზაზა სხვა დონეზე იყო, დღეს კი იმ იქამდე შორსაა. ეს თვითონაც იცის და არ უნდა წარუმატებელი ტურნირი ქონდეს. კიდევ ერთი, გიო შერმადინს ძალიან აქვს მომატებული, ასე რომ დღეს ზაზა ნამდვილად არ არის პირველი ნომერი თავის პოზიციაზე. ძალიან გული მწყდება, დიდი იმედი მქონდა ზაზასი!
პაატა
26 აგვისტო 2017 13:20
2
არასწორია, ზაზას ლიდერის ყველა მონაცემი აქვს და კიდეც იტვირთებს, ამას ვნახავთ.
წინა ჩემპიონატზე ვინ ლიდერობდა ჩვენს ნაკრებს, დაგვავიწყდა???
Tengizi
26 აგვისტო 2017 13:09
0
გეყოფა რა ერთი ....
NMN789
26 აგვისტო 2017 12:18
1
ზაზა დიდი კალათბურთელია,OK ? მაგრამ, ევრობასკეტი სპრინტერული ტურნირია (მატჩები ყოველდღიურად) და არა მგონია შერმადინზე მეტი სარგებელი მოუტანოს ნაკრებს.
ჩემი ხუთეულია : დიქსონი, ცინცაძე, შენგელია, მარკოიშვილი, შერმადინი.
სკამი: ფაჩულია, სანაძე, ბითაძე, გამყრელიძე,ბერიშვილი. მორჩა, დანარჩენი ბალასტია.
ALONZO
26 აგვისტო 2017 12:04
1
ვერ დაგეთანხმები დაცვაში ზაზას ვერანაირად ვერ აჯობებს შემადინი(შეტევაშიც საკითხავია) მარიანოვიჩმა, რომ გაილახა გუშინწინ იმას ზაზასთან ნადათ ვერ იზამდა, გახსოვს წინა ევროპაზე, როგორ გააქრო ვალანჩუნასი? მარტო ქულებში არაა საქმე, თუმცა გიო, რომ უმნიშვნელოვანესია ამაზე არავინ დაობს.
sabonis
26 აგვისტო 2017 12:48
1
ზაზა ვერ არის გუნდის ლიდერი, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო ჩემპიონია ლიდერის თვისებები არ აქვს. თუ დაიწყო ლიდერის როლის მორგება ეს ნაკრებს ნამდვილად არ წაადგება. იმედია ილიას ზუროსი ხედავს ამას.
Luka
26 აგვისტო 2017 05:39
1
რაღაც არ მკმწონს მე ამის საუბარი...
ქუთაისი
26 აგვისტო 2017 02:07
0
არც მე მარა, იმედია მეჩვენება.
kmn
26 აგვისტო 2017 12:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული