მის მონათხრობში ნაკრების წევრის ადამ ჰრიჩანიუკის სიტყვებიც ერია:
- დარბაზში ძალიან ცხელოდა, სუნთქვა ჭირდა, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის - ორივე გუნდი თანაბარ პირობებშია.
"უნიქსის" ცენტრი მაცეი ლამპე გამარჯვებას აპირებს:
- მოგებისთვის ვემზადებით. ძალიან ხისტი კალათბურთი უნდა ვითამაშოთ, ქართველებს თავისუფლად თამაშის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან მათ გულშემატკივარიც
დარდან ბერიშაც ოპტიმისტურადაა განწყობილი - ძნელი იქნება, მაგრამ საქართველოდან ორი ქულა უნდა წავიღოთო. ამერიკიდან ჩამოსული მარცინ გორტატი კი ზაზა ფაჩულიაზე ლაპარაკობს:
- ფაჩულია გამოცდილი კალათბურთელია. იგი დიდი ხანია, "ატლანტა ჰოქსის" წევრია და დიდებული მოთამაშეცაა. მასთან დუელი საინტერესო იქნება. ძალებს არ დავიშურებ, რომ წინა ხაზში ჩემს ნაკრებს უპირატესობა მოვუპოვო.
ბოლოს გთავაზობთ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის იგორ გრიშჩუკის მცირე ინტერვიუს, რომელმაც გვითხრა: ვრცლად მატჩის შემდეგ ვილაპარაკოთო.
- ჩვენი ჯგუფის ფავორიტად რომელ ნაკრებს მიიჩნევთ?
- საქართველოს.
- დევიდ ლოგანის შემცვლელად ტომას კელატი ჩამოიყვანეთ...
- ამერიკელები ქართველებსაც გყავთ. ჩვენც მოგვეცა შანსი და ტომას კელატიზე უარი არ ვთქვით. მან ცოლად პოლონელი შეირთო და ქვეყნის მოქალაქეობაც ამ გზით მიიღო. იგი მაღალი დონის მოთამაშეა.
- მარცინ გორტატი შეკრებაზე გვიან რატომ ჩამოვიდა?
- ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელთა ხვედრი ასეთია. ისინი ყოველთვის გვიან ჩამოდიან. საქართველოს ნაკრებსაც ხომ ანალოგიური პრობლემა აქვს?
- ზაზა ფაჩულია 5 ივლისიდან გუნდთან ერთადაა...
- კარგია, ყოჩაღ ზაზას. გორტატი 20 ივლისს შემოგვიერთდა და ნაკრებთან ერთად მხოლოდ 2 მოსამზადებელ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
- და კარგად ითამაშა...
- კარგად ითამაშა, მაგრამ უმჯობესი იყო, მანამდეც გვყოლოდა.
- იტალიურ ტურნირზე რას იტყვით?
- ბულგარეთმა 8 ქულის სხვაობით მოგვიგო, მაკედონია იოლად დაამარცხა, ხოლო მასპინძელ იტალიას დრამატულ მატჩში 1 ქულით აჯობა. ბულგარელებს ძლიერი მოთამაშეები და კარგი გუნდი ჰყავთ.