ერთმატჩიანი ისტორია: ოდენ 13 მოხსნა...

AutoSharing Option

21.05.1999
საქართველო-ბელგია 63:76
35:38, 28:38
საქართველო: თორთლაძე (31წთ, 8ქ, 2მ, 3პ), ბოისა (33წთ, 22ქ, 1მ), გოგობერიშვილი (16წთ, 0ქ, 1მ, 2პ, 1ჩ), ხოშტარია (7წთ, 0ქ), ჟღენტი (20წთ, 5ქ, 1პ, 2ჩ), ბერძენიშვილი (18წთ, 4ქ, 2მ), ჯაფარიძე (3წთ, 2ქ), ვ. ნაცვლიშვილი (26წთ, 16ქ, 6მ, 2პ), ბეჟანიშვილი (36წთ, 6ქ, 1მ, 2პ), ჩხეიძე (10წთ, 0ქ)
მატჩის სტატისტიკა
ორქულიანები - 14/31 (45.2%)
სამქულიანები - 6/20 (30.0%)
საჯარიმოები - 17/28 (60.7%)
მოხსნები - 13
შედეგიანი პასები - 10
ჩაჭრები - 3

ბელგიის ნაკრებს ამხანაგურ თუ ოფიციალურ შეხვედრებში ერთადერთხელ
გადავეყარეთ - 1999 წელს დანიაში. მაშინ საქართველოს ნაკრებს ლევან მოსეშვილი წვრთნიდა და გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობდა. საკვალიფიკაციო ეტაპის ფავორიტი ბელგია იყო, ჩვენი გუნდიც დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა.

ქართველებმა მეორე დღეს პორტუგალიას 75:65 მოუგეს, თუმცა სამეულში მოსახვედრად (მომდევნო ეტაპზე გასასვლელად) პორტუგალიელთა 13 ქულის სხვაობით ძლევა სჭირდებოდათ...

- 1999 წელს ბელგიელებს ძლიერი გუნდი ჰყავდათ და საბოლოოდ პირველი ადგილიც დაიკავეს. მათთან სათამაშოდ მწვრთნელებმა მოედანზე მეორე შემადგენლობა გაიყვანეს. სათადარიგოებმა მატჩი კარგად დაიწყეს, მალე მათ სასტარტოებიც დავეხმარეთ და პირველი ტაიმი მხოლოდ 3 ქულის სხვაობით წავაგეთ. მეორე ნახევარში ბელგიამ 10 ქულით გვაჯობა, თუმცა ნამდვილად შეიძლებოდა, მოვლენები ჩვენ სასარგებლოდ განვითარებულიყო, - იხსენებს გუნდის კაპიტანი ვახტანგ ნაცვლიშვილი, რომელმაც პირველ წუთებს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების მოხსნების თითქმის ნახევარი ვატოს ანგარიშზე ჩაიწერა - 6. ჩვენმა კრებულმა "წითელ ეშმაკებთნ" მხოლოდ 13-ჯერ მოხსნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული