თად მაკფადენი: მე ქართველი ვარ, საქართველო ჩემი ოჯახია!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემოერთებულმა თად მაკფადენმა დაადასტურა, რომ ვენესუელაში მხოლოდ დროებით წავიდა და იქაურ კლუბში ითამაშა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთგულია და ეს ტრევიზოში გაკეთებულ კომენტარებში კიდევ ერთხელ დააფიქსირა:

"ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, აქაურობა ჩემი მეორე სახლია. ვერ ვიხსენებ ბოლო თამაშს, რომელიც გამოვტოვე. აქ ჩამოსვლა ყოველთვის მინდა. ყოველ ჯერზე, როცა ამის შანსი მეძლევა, მე თქვენთან ვარ. მე ვიცნობ ქვეყანას, ვიცნობ ბიჭებს, რომლებიც ყოველთვის კეთილ სურვილებს მიგზავნიან. აქაურობა ჩემი ოჯახია. შესაბამისად, არ მინდა, რომ ოჯახს ვუღალატო. საქართველო ძალიან
ბევრ კარგ რაღაცას აკეთებს ჩემთვის. გულშემატკივრები "ფეისბუქზეც" კი მირეკავენ. რამდენიმეს ველაპარაკე კიდეც, მეუბნებიან, რომ ვენატრები. იმ სიყვარულის გამო, რომელსაც თქვენგან ვიღებ, ვნატრობ, რომ 60 წლამდე თამაში შემეძლოს! აქ დაბრუნება და თამაში ყოველთვის სასიამოვნოა.

ჩვენს შანსებს ძალიან იმედიანად ვაფასებ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვერ დავასახელებ ერთ კონკერტულ ნაკრებს, რომელიც მგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს. წელს ძალიან კარგი გუნდები იღებენ მონაწილეობას, კალათბურთი ვითარდება. წინა მსოფლიო, თუ არ ვცდები, ევროპულმა გუნდმა მოიგო. აუცილებელია, სათამაშოდ გამოხვიდე და ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ძალიან დარწმუნებული ვარ ჩვენს გუნდში. მხოლოდ მსოფლიოზე ყოფნით არ დავკმაყოფილდებით, კმაყოფილები კარგი თამაშით და ასპარეზობით ვიქნებით და ვეცდებით, რაც შეიძლება შორს წავიდეთ.

მგონია, რომ ჩვენს ჯგუფში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. გულწრფელად რომ გითხრათ, ვენესუელაზე ბევრი არაფერი ვიცი, ვიცნობ ერთ-ერთ გამთამაშებელს, რომელიც ძალიან კარგი კალათბურთელია. მითამაშია მათ მაღალ(big boy) ცენტრთან ერთად, რომელიც ასევე მშვენიერი მოთამაშეა. ბევრი არაფერი მსმენია მათ სისტემაზე, თუმცა შეხება მქონია ამ მოთამაშეებთან და გუნდს აუცილებლად ძალიან, ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როგორც ყველა ნაკრებს მსოფლიო ჩემპონატზე. აქ შემთხვევით არავინ თამაშობს. მჯერა, რომ ჩვენს ჯგუფში ყველა თამაშის მოგება შეგვიძლია.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის თამაში ჩემთვის ყოველთვის ნომერი პირველი იყო. არასდროს მიფიქრია ვენესუელისთვის თამაში, არც ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა. ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ეს იყო სამსახური, სადაც მეტის გამომუშავება შემეძლო და სანამ შემოთავაზებას დავთანხმდებოდი, ვიკითხე, შემექმნებოდა თუ არა ეროვნულ ნაკრებთან პრობლემები. მხოლოდ უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დავთანხმდი მათ წინადადებას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთვის თამაშში ხელი შემეშლებოდა, ვენესუელაში არ წავიდოდი. ამ ჭორის შესახებ არც კი გამიგია რაიმე, მე ქართველი ვარ!"

GBF

altშერმადინი vs მაკფადენი: ჯგუფიდან გასულმა "ტენერიფემ" მურსიაში წააგო [VIDEO]

altმაკფადენისა და ანდრონიკაშვილის "მურსია" სტამბოლში 2-ოვერტაიმიან ბრძოლაში დამარცხდა

altშერმადინი საუკეთესო იყო, მაკფადენი – გამარჯვებული

მკითხველის კომენტარები / 15 /
"წინა მსოფლიო, თუ არ ვცდები, ევროპულმა გუნდმა მოიგო" - ????
მამუკა
09:19 25-07-2023
0
კაცო! რა ეროვნებაც ხარ ის უნდა იყო, არავითარი ქართველი და ესეთი რამეები! კი ბატონო, კარგი პიროვნება ხარ, კარგი კალათბურთელი, ვინ დაობს? მაგრამ არ მიყვარს როცა სხვა ეროვნების ადამიანი, ჩემულობს სხვა ეროვნებას. ქართული ფეხბურთის გუნდებში იმდენი ზანგია, მგონი ქართველებიც არ არიან მაგდენი და ყველამ რო სთქვას ქართველები ვართო (ცოტა ხანში ეგ საშიშროებაც გველის) აღარც ეგ გამიკვირდება! აქ ზოგ- ზოგიერთებს "ეამაყებათ", როცა აფრიკელი "ქართველობს". მე კი ვიტყვი, საამაყო ნამდვილად არ არის, რადგანაც ემანდ "საფრანგეთის სინდრომი" არ დაგვემართოს, სადაც უკვე თითზე ჩამოსათვლელია ნაღდი ფრანგი, პარადი მიყავთ აფრიკელებს.
ქართველი.
08:44 25-07-2023
0

სიახლეები პოპულარული