ყველა შედეგი საქართველოს წინააღმდეგ...

AutoSharing Option
გუშინ, ევროარენებზე შესარჩევი ეტაპის ყველა მატჩი ქართველთათვის არასასურველი შედეგით დასრულდა. ჯერ ისრაელმა მოიგო ლატვიაში, შემდეგ იტალიამ - ფინეთში, მაკედონიამ შინ დიდი ბრიტანეთი დაამარცხა. ამ შედეგებმა საქართველოს ნაკრების მეორეადგლოსნის სტატუსით ევრობასკეტზე გასვლის საკითხს დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა.

სხვა ჯგუფებიდან მოსული არასასიამოვნო ამბების შემდეგ ჩვენი ჯგუფის მატჩები იმდენად კარგად დაიწყო, რომ პირველი ადგილის დაკავების პერსპექტივაც გაჩნდა. საქართველოდან შინ დაბრუნებულ ბელგიას პოლონეთის ძლევით გაგულისებული პორტუგალია დაუპირისპირდა. მატჩი ბოლო წამებამდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და სტუმრებს გამარჯვების კარგი შანსიც ჰქონდათ: სირენამდე 10 წამით ადრე 63:64-ს
აგებდნენ, შეუტიეს და ჰეშიმუ ევანსმა ორქულიანი ააცილა... ბელგიელებმა სწორედ ამის შემდეგ ჯარიმებით გაზარდეს სხვაობა. ევანსს რომ ჩაეგდო, ხოლო ბელგიას ბულგარეთშიც წაეგო და პოლონეთთანაც (საქართველოს კი ორივე მოეგო) პირველი ადგილი ჩვენ დაგვრჩებოდა... პირველ ადგილზე ოცნებისთვის კარგი საფუძველი გვექნებოდა.

პოლონეთმა დასვენებულ ბულგარეთს უმასპინძლა და მესამე პერიოდში 11-ქულიან უპირატესობას მიაღწია. თუმცა, ბოლო 15 წუთში ბულგარელებმა უკეთესად ითამაშეს და მასპინძლებს დაეწივნენ კიდეც. სირენამდე 36 წამით ადრე ჩავდარ კოსტოვმა სამიდან ორი საჯარიმო გამოიყენა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვა (71:72). 13 წამით ადრე კი ტომას კელატიმ სამქულიანით საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 75:71.
საქართველოს ნაკრების დარჩენილ შანსებზე დაწვრილებით ხვალ ვილაპარაკებთ.

ევრობასკეტი 2011. შესარჩევი ეტაპი
C ჯგუფი

23 აგვისტო
პოლონეთი-ბულგარეთი 75:71
18:16, 20:14, 15:17, 22:24
პოლონეთი: ბერიშა (5ქ), ლამპე (15ქ, 4მ), დილევიჩი, ჰრიჩიანიუკი (2ქ), მაიევსკი (11ქ), კელატი (7ქ, 5მ), გორტატი (23ქ, 9მ, 3დ), კოზარეკი (7ქ, 5მ, 6პ), ჩანასი (5ქ)
ბულგარეთი: დ. ივანოვი (11ქ, 4მ), კ. ივანოვი (6ქ, 4მ), ავრამოვი, კოსტოვი (14ქ), ვიდენოვი (21ქ, 9მ), კალუეი (9ქ, 7პ, 4მ, 3ჩ), ს. გეორგიევი (1ქ, 4მ), ველიკოვი, ზ. გეორგიევი (3ქ), ვარბანოვი (6ქ)

ბელგია-პორტუგალია 68:63
18:15, 11:11, 21:20, 18:17
ბელგია: მოორსი (7ქ), ვან როსომი (14ქ, 3ჩ), ბეგინი (3ქ, 4მ), ერველე (11ქ, 6მ. 3ჩ), ოვენეკე (4ქ), ვან დერ იონკჰეიდი, ლაუერსი (3ქ), ტაბუ-ებომა (11ქ), მუია (2ქ), ვან დენ შპიგელი, ფეისონი (13ქ, 5მ)
პორტუგალია: ევანსი (25ქ, 9მ), გომესი (2ქ), ფერნანდესი (2ქ), ანდრადე (20ქ, 5მ), პინტუ, გრაჩა, კორტესი (3ქ), მირანდა (5ქ, 4მ, 3პ, 3ჩ), სანტოსი (6ქ)

თ     მ       წ           სხ         ქ
1. ბელგია	        6	5	1	453/421	11
2. პოლონეთი	7	4	3	540/509	11
3. საქართველო	6	3	3	425/428	9
4. ბულგარეთი	6	3	3	461/425	9
5. პორტუგალია	7	1	6	461/559	8

მკითხველის კომენტარები / 2 /
უცხოურ გუნდებში მეტ-ნაკლებად კარგები არიან,ხოლო ჩვენს ნაკრებში ზოგჯერ დიდუუუუუუუუ,5 დან 5-ს რომ ვერ ჩააგდებენ...
რეზო
14:39 07-03-2015
0
გვინდა რომ მესამეზე ვიყოთ თუ რა არის? ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე საქართველო ამ ცუთისთვის მეოთხე ადგილზეა ბულგარეთის შემდეგ. სანამ დაცერთ ძალიან გთხოვთ ჯერ გაარკვიეთ ხოლმე რას წერთ.
djails
03:42 25-08-2010
0

სიახლეები პოპულარული