ეჰ, ასეთი შანსი გინდ ყოფილა, გინდ არა...

AutoSharing Option
პორტუგალიაში მოგების შემდეგ აქტუალური გახდა მსჯელობა ჯგუფიდან გასვლის შესახებ. თუ დარჩენილი მატჩების განრიგს გადავხედავთ, შეიძლება გაგვიჩნდეს ევრობასკეტის საგზურის წლეულსვე მოპოვების სურვილი. ზოგი კითხულობს: ბელგიამ პოლონეთთან თუ წააგო, ხოლო საქართველომ ბულგარეთს მოუგო, ბელგიას, საქართველოსა და პოლონეთს ქულათა თანაბარი რაოდენობა მოუგროვდებათ (5-5 გამარჯვება, 3-3 მარცხი). ასეთ შემთხვევაში პირველი ადგილი ვინ ერგება?

პასუხი გარკვეულია - პოლონეთი. მეორეზე ბელგია გავა, მესამეზე _ საქართველო. საქმე ისაა, რომ სამ გუნდს შორის თანაბარი ქულების შემთხვევაში ყურადღება ექცევა ურთიერთშორის მოგებებს, შემდეგ ერთმანეთში ჩაგდებულ-მიღებულ ქულებს და ბოლოს ბურთების საერთო
რაოდენობას. ჩვენს შემთხვევაში პირველი პუნქტი გაარკვევს პირველ-მეორე-მესამეს: პილონეთმა თუ ბელგიას მოუგო, სამ გუნდს შორის ყველაზე მეტი, 3 გამარჯვება მოუგროვდება, ბელგიას 2 მოგება ექნება (ჩვენთან), ხოლო საქართველოს - 1 (პოლონეთთან). ასე რომ, ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა გამორიცხულია.

გვრჩება ევრობასკეტზე მეორეადგილოსნის სტატუსით მოხვედრის შანსი. მეორე პოზიციის დაკავება რეალურია - ბელგიამ შინ პოლონეთს უნდა სძლიოს, ჩვენ - ბულგარეთს, მაგრამ წინასწარ თითქმის გარკვეულია, რომ ჩვენი ჯგუფის მეორე გუნდი უარესი მაჩვენებლის მქონე მეორეადგილოსანი იქნება. წლეულს ევრო 2011-ის საგზურს მხოლოდ ორი საუკეთესო მეორე მოიპოვებს.

A ჯგუფში მეორე ადგილს ჩერნოგორია და ისრაელი გაინაწილებენ. თუ ექსიუგოსლავებმა ისრაელთან წააგეს (ხოლო საქართველომ ბულგარეთს აჯობა), ჩვენსავით 5 მოგება მოუგროვდებათ და ყურადღება მიექცევა მიღებულ-ჩაგდებული ბურთების თანაფარდობას. ჩერნოგორიას +74 აქვს, საქართველოს +20. თუ ჩერნოგორიამ ისრაელთან შინ მოიგო, მაშინ A ჯგუფში მეორე ადგილზე ებრაელები გავლენ, რომლებსაც გაცილებით მეტი აქვთ ჩაგდებული, ვიდრე მიღებული: 602/514, +78. პირველ ქვეჯგუფში იტალიას მეორე ადგილის დაკავების შანსი აღარ აქვს, რადგან, საერთო ქულებით ისრაელსა და ჩერნოგორიას რომც გაუთანაბრდეს, ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უარესი შედეგის გამო მათ ვერ გაუტოლდება.

B ჯგუფში მეორე ადგილზე, ალბათ, მაკედონია გავა, რომელსაც 2 წაგება აქვს. მან ბოლო ტურში ბოსნიაში რომ დათმოს, ქართველები ქულათა შეფარდებით მაინც ვერ გავასწრებთ. მაკედონიელებს სადღეისოდ +85 აქვთ. ასეთი სხვაობის გაბათილება კი ისეთივე საოცნებოა, როგორც საქართველოს ჩემპიონატში სერიოზული ლეგიონერების ხილვა. ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებს მეტოქედ ლუქსემბურგი რომ ჰყავდეს, 40-50 ქულიანი სხვაობით გამარჯვებაზე ფიქრიც შეიძლებოდა, მაგრამ 29 აგვისტოს ბულგარეთის ნაკრები ჩამოდის, გუნდი, რომელიც 2009 წელს ევრობასკეტზე თამაშობდა. მე თუ მკითხავთ, შავი ზღვის გაღმელებთან ერთქულიანი უპირატესობით მოგებაზეც ყაბულს ვარ. 50 ქულით მოგებაზე ფიქრი უტოპიაა.

მოკლედ, კვირას საქართველოს ნაკრების მთავარი მოტივაცია შესარჩევი ტურნირის მაჟორულ ნოტაზე დასრულება და ქართველი გულშემატკივრისთვის ბელგიასთან მარცხის გადავიწყება უნდა იყოს. მეორე ადგილის დაკავება ხომ ბულგარეთისა და პოლონეთის უკან ჩამოტოვებას ნიშნავს... ბულგარეთის მსგავსად პოლონეთიც ევრო 2009-ზე თამაშობდა.

გაისად ევრობასკეტი 2011-ის ერთი საგზურისთვის ექვსი გუნდი რომ იბრძლებს, არაერთხელ დავწერეთ. დღეს კონკრეტულად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ საქართველო და იტალია ამ ტურნირში აუცილებლად ითამაშებენ... დანარჩენი ოთხი გუნდის ვინაობა 29 აგვისტოს გაირკვევა.

ევრობასკეტი 2011. შესარჩევი ეტაპი
A ჯგუფი
იტალია-ისრაელი	71:79
ჩერნოგორია-ლატვია	96:66
ფინეთი-ჩერნოგორია	60:74
ლატვია-იტალია	69:68
ისრაელი-ლატვია	110:88
იტალია-ფინეთი	82:73
ჩერნოგორია-იტალია	71:62
ფინეთი-ისრაელი	84:83
ლატვია-ფინეთი	87:67
ისრაელი-ჩერნოგორია	77:73
ისრაელი-იტალია	76:81
ლატვია-ჩერნოგორია	84:90
იტალია-ლატვია	109:93
ჩერნოგორია-ფინეთი	91:71
ფინეთი-იტალია	83:85
ლატვია-ისრაელი	56:92
ისრაელი-ფინეთი	85:71
იტალია-ჩერნოგორია	72:71

თ მ წ სხ ქ
1. იტალია	        8	5	3	630/615	13
2. ჩერნოგორია	7	5	2	566/492	12
3. ისრაელი	        7	5	2	602/524	12
4. ლატვია	        7	2	5	543/632	9
5. ფინეთი	        7	1	6	509/587	8

29 აგვისტო
ფინეთი-ლატვია
ჩერნოგორია-ისრაელი

B ჯგუფი
უნგრეთი-ბრიტანეთი	82:91
უკრაინა-მაკედონია	58:71
ბოსნია-უკრაინა	86:76
მაკედონია-უნგრეთი	78:44
ბრიტანეთი-მაკედონია	104:96 (ოტ.)
უნგრეთი-ბოსნია	74:70
უკრაინა-უნგრეთი	80:71
ბოსნია-ბრიტანეთი	80:84
ბრიტანეთი-უკრაინა	90:76
მაკედონია-ბოსნია	70:56
ბრიტანეთი-უნგრეთი	66:64
მაკედონია-უკრაინა	71:55
უკრაინა-ბოსნია	87:69
უნგრეთი-მაკედონია	85:82
ბოსნია-უნგრეთი	73:64
მაკედონია-ბრიტანეთი 75:56
უნგრეთი-უკრაინა	83:75
ბრიტანეთი-ბოსნია	94:85 (ოტ.)

თ მ წ სხ ქ
1. ბრიტანეთი	7	6	1	585/558	13
2. მაკედონია	7	5	2	543/458	12
3. უნგრეთი	        8	3	5	567/615	11
4. ბოსნია	        7	2	5	519/549	9
5. უკრაინა	        7	2	5	507/541	9

29 აგვისტო
უკრაინა-ბრიტანეთი
ბოსნია-მაკედონია

ჯგუფი
საქართველო-პოლონეთი 84:65
პორტუგალია-ბულგარეთი 59:67
პოლონეთი-პორტუგალია 86:64
ბელგია-საქართველო 74:64
პორტუგალია-ბელგია 69:78
ბულგარეთი-პოლონეთი 74:70
საქართველო-პორტუგალია 73:57
ბელგია-ბულგარეთი 74:69
ბულგარეთი-საქართველო 79:83
პოლონეთი-ბელგია 93:73
ბულგარეთი-პორტუგალია 103:64
პოლონეთი-საქართველო 67:58
საქართველო-ბელგია 63:86
პორტუგალია-პოლონეთი 85:84 (ოტ.)
პოლონეთი-ბულგარეთი 75:71
ბელგია-პორტუგალია 68:63
პორტუგალია-საქართველო	57:80

ბულგარეთი-ბელგია 92:81
24:13, 28:29, 21:15, 19:24
ბულგარეთი: დ. ივანოვი (9ქ), კ. ივანოვი (9ქ, 11მ, 3ჩ.), ავრამოვი, კოსტოვი (7ქ), ვიდენოვი (18ქ, 6მ, 3პ), კალუეი (6ქ, 6პ), ს. გეორგიევი (12ქ), ველიკოვი (9ქ), ზ. გეორგიევი (6ქ), ა. გეორგიევი (6ქ), ლილოვი (11ქ), ვარბანოვი
ბელგია: მოორსი (10ქ), ვან როსომი (9ქ, 7პ), ბეგინი (4ქ), ერველე (5მ), ოვენეკე, ვან დერ იონკჰეიდი (3ქ), ლაუერსი (21ქ, 5პ, 3ჩ), დრიესენი (2ქ), ტაბუ-ებომა, მუია (9ქ), ვან დერ შპიგელი (7ქ, 6მ, 2დ), ფეისონი (16ქ, 3პ, 4ჩ)

თ მ წ სხ ქ
1. ბელგია	        7	5	2	534/513	12 
2. ბულგარეთი	7	4	3	555/506	11 
3. პოლონეთი	7	4	3	540/509	11 
4. საქართველო	7	4	3	505/485	11 
5. პორტუგალია	8	1	7	518/639	9 

29 აგვისტო
საქართველო-ბულგარეთი
ბელგია-პოლონეთი
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოვიგებტ მჯერააააა.შეგვეწიოს უფალი
kaxa mcxeta
14:09 28-08-2010
0
საქართველო და იტალია მაგ ეტაპზე ითამაშებენ და მთავარი ფავორიტებიც იქნებიან
Bubu
18:56 27-08-2010
0

სიახლეები პოპულარული