ზაზა ფაჩულია: ვიმედოვნებ, ტრავმა თამაშში ხელს არ შემიშლის

AutoSharing Option
24 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფში მესამე შეხვედრას ლატვიასთან გამართავს.

იგორ კოკოშკოვის გუნდის მოთამაშეებმა მატჩის მოლოდინზე ისაუბრეს.

ზაზა ფაჩულია:
"გუნდში ამაღლებული განწყობაა. ორივე მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ წინ 6 რთული შეხვედრა გველოდება.

ლატვია კარგად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და ვფიქრობ, ბოსნიაზე ბევრად უკეთესად ითამაშებს. ასე რომ, დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

რაც შეეხება ტრავმას, ბოლომდე მოშუშებული არ მაქვს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ სერიოზული არაფერია და მომავალ მატჩებში ასპარეზობაში ხელს არ შემიშლის".

www.gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველო VS ლატვია - რაც უფრო სავსე იქნება "სპორტის სასახლე"

ვიქტორ სანიკიძე: ლატვია ბოსნიაზე ბევრად დალაგებულ თამაშს აჩვენებს
გიორგი შერმადინი: ჩვენს გულშემატკივარს იმედები უნდა გავუმართლოთ
მანუჩარ მარკოიშვილი: ლატვიასთან მაქსიმალური მობილიზება გვმართებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული