იგორ კოკოშკოვის გუნდის მოთამაშეებმა მატჩის მოლოდინზე ისაუბრეს.
ზაზა ფაჩულია:
"გუნდში ამაღლებული განწყობაა. ორივე მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ წინ 6 რთული შეხვედრა გველოდება.
ლატვია კარგად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და ვფიქრობ, ბოსნიაზე ბევრად უკეთესად ითამაშებს. ასე რომ, დიდი ბრძოლა მოგვიწევს.
რაც შეეხება ტრავმას, ბოლომდე მოშუშებული არ მაქვს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ სერიოზული არაფერია და მომავალ მატჩებში ასპარეზობაში ხელს არ შემიშლის".
www.gbf.ge
ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: ლატვია ბოსნიაზე ბევრად დალაგებულ თამაშს აჩვენებს
გიორგი შერმადინი: ჩვენს გულშემატკივარს იმედები უნდა გავუმართლოთ
მანუჩარ მარკოიშვილი: ლატვიასთან მაქსიმალური მობილიზება გვმართებს