საქართველოს ნაკრების წევრებმა კენჭისყრის შედეგებზე კომენტარი გააკეთეს

AutoSharing Option
18 ნოემბერს სლოვენიაში, პოსტოინას გამოქვაბულში, ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

ჩვენი გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია და პოლონეთი იქნებიან.

ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრებმა კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდისთვის კომენტარი გააკეთეს.

ანატოლი ბოისა: "ძალიან ძლიერი ჯგუფია, მაგრამ იმითაც არის საინტერესო, რომ ესპანეთის გარდა, თითქმის ყველა ნაკლები თანაბარი ძალისაა.

ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაშები ელის ჩვენს ნაკრებს, რომლის თითოეული წევრისთვის დიდი მოტი
ვაციაა ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში. დარწმუნებული ვარ, ყველა თავისებურად დაიწყებს მომავალი თამაშებისთვის მომზადებას."

ნიკა მეტრეველი: "რა თქმა უნდა, ძლიერი მეტოქეები შეგვხვდნენ და შესაბამისად, ძალიან რთული ბრძოლები გველის. მიმაჩნია, რომ ყველასთან გვაქვს შანსი; მთავარია, კონკრეტულ თამაშს როგორ მივუდგებით. მთავარია, ბოლომდე ვიბრძოლოთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი ნამდვილად რეალურია".

ბესო ლეჟავა: "ჩემი აზრით, ძალიან ძლიერი ჯგუფია, რომლიდანაც გასვლა რთული იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ გავალთ; პირიქით, უფრო მეტი მოტივაცია გვექნება და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ესპანეთი, სლოვენია და ხორვატია გამოკვეთილი ლიდერები არიან, თუმცა უნდა მოვახერხოთ, რომ რომელიმე მათგანის მაგივრად ჯგუფიდან გავიდეთ.

თავისთავად ასე ფიქრობენ პოლონეთი და ჩეხეთიც. ამიტომაც ყველა მეტოქეს მაქსიმალური მობილიზებით უნდა ვეთამაშოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ".


ლევან ფაცაცია: "ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ჩვენს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, რომ მოქმედ ჩემპიონთან და მასპინძელთან ერთად ჯგუფიდან გააღწიოს. ამისთვის ყველა მოთამაშის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა და ცოტა იღბალი დაგვჭირდება".

რიჩარდ მათიაშვილი: "ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯგუფია. მოქმედი ევროპის ჩემპიონი და ტურნირის მასპინძელი ჯგუფის ფავორიტები არიან. მთავარია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელად ვიყოთ და შეუძლებელი არაფერია. ჩემი აზრით, ის მესამე გუნდი, რომელიც ესპანეთისა და სლოვენიის კვალად ჯგუფიდან გავა, საქართველო იქნება".

ასევე იხილეთ:
მანუჩარ მარკოიშვილი: ევრობასკეტ 2013-ის ჯგუფიდან გასვლა ნამდვილად შეგვიძლია
ბესიკ ლიპარტელიანი: ფავორიტი ესპანეთია, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ
ევრობასკეტი 2013-ის წილისყრამ საქართველოს ჩემპიონი ესპანეთი არგუნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული