მასპინძლებმა ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მზადება დაიწყეს, თუმცა არასრული შემადგენლობით.
მთავარმა მწვრთნელმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა შეკრებაზე 16 კალათბურთელს უხმო. მათგან ცამეტი (გორან დრაგიჩი, იაკა ლაკოვიჩი, იაკა ბლაჟიჩი, ზორან დრაგიჩი, კლემე პრეპელიჩი, ედო მურიჩი, დომენ ლორბეკი, ლუკა ლაპორნიკი, იურე ბალაჟიჩი, იაკა ბროდნიკი, გეზიმ მორინა, უროშ სლოკარი, გასპერ ვიდმარი) გამოცხადდა პირველ ვარჯიშზე, ხოლო მირზა ბეგიჩი, ბოსტიან ნახბარი და ნებოისა იოკსიმოვიჩი, მწვრთნელთან შეთანხმებით, ნაკრებს 4 დღის
ქართველთა მეტოქეებმა წვრთნა დაბა როგასკა სლატინაში დაიწყეს; მერე ლუბლიანაში გადაინაცვლებენ.
ზრიცში, კრასნა გორასა და ცელიეში სლოვენიელები 12 საკონტროლო მატჩს გამართავენ, მათ შორის - უკრაინასთან, მაკედონიასთან, ლატვიასა და თურქეთთან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (4-22 სექტემბერი) ჯგუფიდან მომდევნო რაუნდში 3 გუნდი გავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"