"ბოლო 4 წელია, "ტერმე ოლიმია" სლოვენიაში საწვრთნელ ბაზებს შორის ლიდერობს.
აქ არის იდეალური პირობები შექმნილი საიმისოდ, რომ გუნდი მოემზადოს. ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი და შესაძლებელია, სპორტსმენები ყოველმხრივ განვითარდნენ - გვითხრა ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემ, პოდჩეტრტეკში რომ შევეხმიანეთ.
ნაკრები ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული. იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ძირითადად კომბინაციების შესწავლა-დამუშავება მიმდინარეობს, თუმცა შესაბამისი მწვრთნელები
ეროვნული გუნდი დილას და საღამოს ვარჯიშობს, შუადღეს კი მის წევრებს "ტერმე ოლიმპიას" კეთილმოწყობილ ბაზაზე განტვირთვისა და დასვენების საშუალება აქვთ.
საქართველოს ნაკრები პოდჩეტრტეკში 6 აგვისტომდე დარჩება, რის შემდეგაც იტალიაში გადავა და ქალაქ ტრენტოში საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ითამაშებს მასპინძელ იტალიასთან, ისრაელთან და პოლონეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად. ტრენტოს ტურნირის შემდეგ ქართველები პოდჩეტრტეკში დაბრუნდებიან და შეკრებას განაგრძობენ.
gbf.ge