საქართველო-ბოსნია 81:78: არც მარკოიშვილი, აღარც ჰიკმანი...

AutoSharing Option
13 აგვისტოს ბოსნიასთან მატჩისას ფეხი იტკინა მანუჩარ მარკოიშვილმა. ექიმების გადაწყვეტილებით, მან მომდევნო დღეს, იმავე ბოსნიასთან შეხვედრა გამოტოვა. როგორც სლოვენიიდან იტყობინებიან, ტრავმა სერიოზული არ არის და მანუ მალე დაუბრუნდება მოედანს.

მეორე შეხვედრაში ტრავმას თავი მაინც ვერ ავარიდეთ - ფეხი გადაუბრუნდა ნატურალიზებულ კალათბურთელ რიკი ჰიკმანს, რომელიც საქართველოს ნაკრების მაისურით მეორე შეხვედრას ატარებდა. მან სულ 13 წუთი ითამაშა და 10 ქულა ჩააგდო. შეგახსენებთ, რომ რიკის მონაგარი წინა შეხვედრაშიც 10 ქულა იყო.

უკანახაზელი ლიდერების არყოფნაში სნაიპერობა ვიქტორ სანიკიძემ ითავა. მას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა
დააკლდა - 19 ქულა, 8 მოხსნა. აღსანიშნავია ახალგაზრდების, ოთარ ფხაკაძისა და დუდა სანაძის 17 ქულა (ჯამში). ეს იყო გუნდის მეორე მოგება მეხუთე ამხანაგურ თამაშში.

როგორც ჩანს, მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი საევრობასკეტოდ ახალწვეულებზე დაყრდნობას აპირებს და ამხანაგურ მატჩებშიც ამიტომ აძლევს ბევრ სათამაშო დროს. წინა წლებში ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდით...

ამხანაგური მატჩი
იესნიცე, სლოვენია

ბოსნია-საქართველო 78:81
26:18, 15:26, 19:15, 18:22
საქართველო: ცინცაძე (6ქ, 4მ), ჰიკმანი (10ქ), ფაცაცია (2ქ, 5მ), სანიკიძე (19ქ, 8მ), შერმადინი (9ქ, 7მ), ლეჟავა (9ქ), ფხაკაძე (10ქ), სანაძე (7ქ), მეტრეველი (4ქ), ცქიტიშვილი (5ქ), ბოისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ბოსნია 63:68 - რიკის ჰიკმანის ორი ათიანი
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც ჩანს, მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი საევრობასკეტოდ ახალწვეულებზე დაყრდნობას აპირებს და ამხანაგურ მატჩებშიც ამიტომ აძლევს ბევრ სათამაშო დროს. წინა წლებში ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდით...))) აბა გამოცდილი აგარავინ დარჩა და ვინმე ხო უნდა ათამაშოს! :))
Lasha
01:26 15-08-2013
0
გაგვახარეტ ბიცჰებო!!!
manana
08:40 15-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული