იგორ კოკოშკოვი: გიორგი შერმადინმა აჩვენა, რომ ევროპის ტოპ-ცენტრია!

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.

4 სექტემბერს, სლოვენიის ქალაქ ცელიეში, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა პოლონელებს 17 ქულის სხვაობით, ანგარიშით 84:67 მოუგეს.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა კომენტარი გააკეთა:

"პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში აგვისტოს დასაწყისში დავმარცხდით.

მას მერე კარგად შევისწავლეთ მეტოქე და იტალიასთან პოლონელთა გამარჯვების შემდეგ ბიჭებს ვუთხარი - ეს ევრობასკეტის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული გუნდი იქნება-მეთქი.

ამიტომ შეხვედრას მაქსიმალურად კონცენტრირებულები შევხვდით.

გიორგი შერმადინმა გორტატის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მას ევრობასკეტის დაწყებამდე ვუთხარი: ეს შეჯიბრება შენი შანსია, უჩვენო,
რა შეგიძლია.

განსაკუთრებით, მარცინ გორტატთან უნდა გამოჩენილიყო გიორგის პოტენციალი და მიხარია, შერმადინმა უჩვენა - ევროპის ტოპ-ცენტრებს შორისაა".

ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 84:67: საამაყო გამარჯვება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავთ !!! ასე გააგრძელეთ ბიჭებო !!!
dave
10:15 05-09-2013
0
ვულოცავ ყველა კალათბურთელს,საქართველოს ნაკრების წევრს,ხოლო განსაკუთრებით ვულოცავ იგორ კოკოშკოვს ამ წარმატებას!

გახარებულები და გამარჯვებულები გატაროთ ღმერთმა თქვენც,და ყველა ისენიც,ვისაც დღეს თქვენი წარმატება გულით გაუხარდა!
alex
00:04 05-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული