ანგარიშში დაწინაურება ხორვატებმა თავიდანვე შეძლეს. ქართველმა კალათბურთელებმა გათანაბრება მხოლოდ პირველი პერიოდის დასრულებამდე 40 წამით ადრე, რიკი ჰიკმანის ზუსტი სამქულიანით შეძლეს (15:15), თუმცა ამის შემდეგ ხორვატებმა კიდევ ერთი ორქულიანი ჩააგდეს და მეოთხედიც აქ დასრულდა.
მეორე მეოთხედში ქართველი კალათბურთელები უკეთ გაისარჯნენ, თუმცა თავიდან ანგარიშში 8 ქულითაც ჩამორჩნენ. განსაკუთრებით კარგად ნატურალიზებული რიკი ჰიკმანი გაისარჯა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 15
ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე გიორგი შერმადინის ორქულიანით ანგარიშში წინ ჩვენი გუნდი გავიდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მეტოქემ უმალ სამქულიანი ჩაგვიგდო.
საბოლოოდ ტაიმი ანგარიშში ხორვატთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.