მატჩის სტარტზე ანგარიშში დაწინაურება ხორვატებმა შეძლეს. ქართველმა კალათბურთელებმა გათანაბრება მხოლოდ პირველი პერიოდის დასრულებამდე 40 წამით ადრე, რიკი ჰიკმანის ზუსტი სამქულიანით შეძლეს (15:15), თუმცა ამის შემდეგ ხორვატებმა კიდევ ერთი ორქულიანი ჩააგდეს და მეოთხედიც აქ დასრულდა.
მეორე მეოთხედში ქართველი კალათბურთელები უკეთ გაისარჯნენ, თუმცა თავიდან ანგარიშში 8 ქულითაც ჩამორჩნენ. განსაკუთრებით კარგად ნატურალიზებული რიკი ჰიკმანი გაისარჯა, რომელმაც პირველ ტაიმში, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 15 ქულა.
საბოლოოდ ტაიმი ანგარიშში ხორვატთა მინიმალური უპირატესობით - ანგარიშით 35:34 დასრულდა.
მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა, როგორც იქნა, გამოასწორა თამაში და მეტოქე აშკარად დაჯაბნა. პერიოდის შუაწელს ვიქტორ სანიკიძის სამქულიანით უპირატესობა ხუთ ქულამდეც გაიზარდა, თუმცა მეოთხედის ბოლოს მეტოქემ შეძლო ჩამორჩენის შემცირება.
ბოლო მეოთხედის წინ საქართველოს ნაკრები ორქულიან უპირატესობას ფლობს - 52:50.
მატჩის სტატისტიკა