ბოჟიდარ მალკოვიჩი: მადლობა ქართველებს კარგი თამაშისთვის

AutoSharing Option
სლოვენიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან (72:68) ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში მადლობა კარგი თამაშისთვის. ქართველებმა ძალიან კარგად ითამაშეს და მიუხედავად იმისა, რომ 2 ძლიერი მოთამაშე აკლიათ, ყველა თამაშში იბრძვიან.

მე ვუთხარი ჩვენი გუნდის გენერალურ მენეჯერს, რომ ეს იქნებოდა რთული მატჩი და რომ მაქსიმუმ 5 ქულით თუ მოვიგებდით. მინდა პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო იგორ კოკოშკოვის მიმართ, რომელმაც გასულ სეზონში დიდი სამუშაო გასწია "ფინიქს სანსში", რათა ჩვენი გუნდის წევრი, გორან დრაგიჩი, როგორც კალათბურთელი,
განვითარებულიყო",
- თქვა მალკოვიჩმა.

წყარო: gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო მალკოვიჩო:ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გუნდის შექებისთვის,მაგრამ გულზე ხელი დაიდეთ და თქვით სიმართლე,გუშინდელ მატჩში მსაჯობა იყო სამართლიანი?
roma
15:55 08-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული