იგორ კოკოშკოვი: უნდა მოვახერხოთ რეაბილიტაცია და ღირსეული თამაშის ჩვენება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა სლოვენიის ეროვნულ გუნდთან გუნდთან (72:68) ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"არის მატჩები, რომელიც 20 ქულის სხვაობით მთავრდება, თუმცა როცა მცირე სხვაობით აგებ, ყოველთვის დასანანია.

ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის. მეორე მეოთხედში სოლიდური ლიდერობის დაკარგვისა და 12 ქულით ჩამორჩენის შემდეგ ჩვენს მიერ არჩეული ტაქტიკისთვის არ გვიღალიატია.

მართალია, სლოვენიელებმა ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდეს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაკლდებოდა რაღაც, ბოლომდე ვერ ვახერხებდით არჩეული გეგმის შესრულებას.

ამიტომაც, მეორე ტაიმში მეტი მონდომებით ვიბრძოლეთ
და მოგების შანსიც გვქონდა. ვულოცავ სლოვენიელთა მწვრთნელ ბოჟიდარ მალკოვიჩს გამარჯვებას, ის ძლიერი მწვრთნელია და დღეს გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა.

ჩვენთვის ბრძოლა გრძელდება, მორიგი მატჩი გველის და უნდა მოვახერხოთ რეაბილიტაცია და ღირსეული თამაშის ჩვენება",
- თქვა კოკოშკოვმა.

წყარო: gbf.ge


ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
აღარ მინდა ბოლო შეხვედრას შევეხო, აზრი არა აქვს.. მე მაინტერესებს როდესაც 25 წამი რჩება, როდესაც მეტოქე (სლოვენია) 2 ქულით გიგებს და თანაც ბურთს ფლობს, ვალდებულია თუ არა მწვრთნელი გუნდს ჯარიმა ააკიდებინოს? აგარ ვეხები თითქმის იგივე სიტუაციას ხორვატიასთან..
გამარკვიეეთ!
10:12 09-09-2013
0
ჩეხებმა დაგვანახვეს რომ არ შეგვეძლო სლოვენიასთან მოგება.
საქართველო არის მესამე ეშელონის გუნდი, და მეორე დონემდე ასვლა (რომელსაც სლოვენია ეკუთვნის) ჯერ-ჯერობით არ ხელეწიფება.

0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული