"სარაგოსამ" ევროთასის გათამაშება არადამაჯერებლად დაიწყო და ჯგუფში ჩარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ბოლო მატჩებია, კარგად გამოიყურება და ბონის "ტელეკომთან" 4 დეკემბრის გამარჯვების (71:60) შემდეგ 5 მოგებით სამ საუკეთესოს შორის მყარად დაიმკვიდრა ადგილი. თუ სასწაული არ მოხდა, არაგონელებს მომდევნო ეტაპზეც ვიხილავთ.
სარაგოსელთა გამარჯვება, უმთავრესად, ქართველთა დამსახურება იყო, რომლებმაც განსაკუთრებით შედეგიანად მეოთხე პერიოდში ითამაშეს. თავად განსაჯეთ: გადამწყვეტ პერიოდში ჩაგდებული 24 ქულიდან 11 ქართული გამოდგა.
ვიქტორ სანიკიძემ მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა: 30 წუთი, 10 ქულა, 12 მოხსნა, 1 დაფარება.
გიორგი შერმადინს "სარაგოსას" ბომბარდირობისთვის
22 წუთიც ეყო: 14 ქულა, 7 მოხსნა, თითო - პასი, ჩაჭრა და დაფარება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"