იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში: ჰო თუ არა?

AutoSharing Option
ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად იგორ კოკოშკოვი სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად განიხილებოდა.

დეკემბერში დაიწერა - კოკოშკოვს სლოვენია ეპატიჟებაო... იანვარში, ალბათ, ჩერნოგორიის ვარიანტი გამოჩნდება, ბოსნია, მაკედონია და ა.შ.

მერე ჩვენ? ჩვენ კი ჯერაც არ გაგვირკვევია, ვინ გვინდა, რატომ და რა ვადით.

რადგან იგორ კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტის ვადა ევრობასკეტის დასრულებასთან ერთად ამოეწურა და თავისუფლად შეუძლია დაელაპარაკოს ყველას, ვინც საინტერესო წინადადებას შესთავაზებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას ჩვენს ეროვნულ გუნდთან ხელშეკრულება 2011 წელსაც დაუმთავრდა, მაგრამ კალათბურთის ფედერაციამ ახალი ორწლიანი ხელშეკრულება
შესთავაზა და დათანხმდა.

ამჟამად კი შიდა სამზარეულო აჯაფსანდალივითაა არეული და ნაკრების მწვრთნელისთვის არავის სცხელა, ყველას პირზე კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები აკერია. ამასობაში, შესაძლოა, იგორმა იფიქროს, საქართველოდან აღარ მეხმიანებიან, ალბათ, აღარ ვუნდივარო, ღია მწვანე ფურცელზე დაწერილ ხელეკრულებას მოაწეროს ხელი და 2014 წელს სლოვენიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუძღვეს.

კარგი იქნება ეს თუ ცუდი? ამ კითხვას ტყუპისცალიც "ჰყავს": უნდა დარჩეს თუ არა კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში? ვიდრე ახალი ფედერაცია ჩამოყალიბდებოდეს, ჩვენით ვცადოთ გარკვევა: ჰო, თუ არა?

შე­დე­გე­ბი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ის­ტო­რია 1994 წლი­დან იღებს სა­თა­ვეს. მას მე­რე გუნდს კო­­კოშ­კო­ვამ­დე 6 თავ­კა­ცი ჰყავ­და, რო­მელ­თა­გან არც ერთს არ ჩა­უმ­თავ­რე­ბია ორი ციკ­ლი (ეს, რო­გორც წე­სი, გუნ­დის მი­ერ ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რია).

იგო­რი ჩვენს გუნ­დ­ში მთა­ვარ მწვრთნე­ლად 2008 წელს და­ი­ნიშ­ნა და ორ­წ­ლი­ა­ნი მი­სია პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლა - ექ­ვ­ს­წ­ლი­ა­ნი ყურ­ყუ­ტის შემ­დეგ გუნ­დი 2009 წელს B-დან A დი­ვი­ზი­ონ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ეგებ, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­ვედ­რამ არ გაგ­ვა­ხა­რა ისე, რო­გორც მე­ო­რე ლი­გი­დან თა­ვის დაღ­წე­ვამ.

2010 წელს, ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბის შე­სარ­ჩევ ეტაპ­ზე ბელ­გი­ის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ და ფი­ბა-ევ­რო­პამ ევ­რო­ბას­კე­ტის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 16-დან 24-მდე რომ გა­ზარ­და, ლიტ­ვა 2011-ის საგ­ზუ­რი ჩვენც გვერ­გო.

ევ­რო­პა­ზე დე­ბი­უ­ტან­ტის რა­ნ­გ­ში ბევ­რის­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად მე­ო­რე ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ვი­თა­მა­შეთ. სწო­რედ ამ დროს თქვა იგორ კო­კოშ­კოვ­მა: თა­მა­სა მაღ­ლა აიწია, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მომ­დევ­ნო ევ­რო­ბას­კეტ­ზე მე­ო­რე ეტაპ­ზე ვერ­გას­ვ­ლას ვერ შე­ე­გუ­ე­ბაო და ორ­წ­ლი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ა­წე­რა ხე­ლი (2012-13).

2012 წელს, შე­სარ­ჩევ ჯგუფ­ში ბოს­ნი­ის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ და ევ­რო­ბას­კე­ტის საგ­ზუ­რი მო­ვი­პო­ვეთ, თუმ­ცა­ღა, ბეწ­ვის ხიდ­ზე გა­ვი­ა­რეთ.

2013 წლის სლო­ვე­ნი­ა­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ზა­ზა ფა­ჩუ­ლი­ა­სა და თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას გა­რე­შე ვი­ას­პა­რე­ზეთ. ჯგუფ­ში ბო­ლოს­წი­ნა ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ.

ასე რომ, თუ შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, იგორ კო­კოშ­კო­ვის ხელ­ში მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი 2013-მდე უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და. წლე­ვან­დელ ევ­რო­ბას­კეტ­ზე კი ჯგუ­ფი­დან გას­ვ­ლა ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხეთ, თუმ­ცა თა­მა­შის ხა­რის­ხ­ზე აუგის თქმა მა­ინც ძნე­ლია.

ჰო...
თუ წი­ნა წელს ზა­ზა და თო­რნიკე გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მატ­ჩე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მა­ინც მე­ტო­ქე­ე­ბი გვჯობ­დ­ნენ, სლო­ვე­ნი­ა­ში ორი ლი­დე­რის გა­რე­შე მო­თა­მა­შე გუნ­დ­მა უკ­ვე ჩვენ­თ­ვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად, საწყი­სი სა­მი მატ­ჩის გა­დამ­წყ­ვე­ტი მო­მენ­ტი მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ა­ტა­რა. რა­ტომ? რა მოხ­და?

პა­სუ­ხის­თ­ვის ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს მივ­მარ­თოთ:

"ზა­ზა­სა და თორ­ნი­კეს არ­ყოფ­ნა­ში სხვა გზა არ გვქონ­და. ევ­რო­პის წამ­ყ­ვან ნაკ­რე­ბებ­თან თა­ნაბ­რად სა­თა­მა­შოდ მაქ­სი­მუ­მის მაქ­სი­მუ­მი უნ­და გაგ­ვე­ღო. ხში­რი იყო შემ­თხ­ვე­ვა, მე­ტო­ქე დი­დი სხვა­ო­ბით და­წი­ნა­ურ­და, და­სა­კარ­გა­ვი არა­ფე­რი გვქონ­და, თა­ვი უნ­და შეგ­ვეკ­ლა და სწო­რედ ასეთ მო­მენ­ტ­ში ვგრძნობ­დით და­მა­ტე­ბით ენერ­გი­ას".

მხო­ლოდ თავ­ზე გა­დახ­ტო­მა საქ­მეს არ შვე­ლის, გა­ვიხ­სე­ნოთ 2010 წე­ლი, თბი­ლის­ში ბელ­გი­ას­თან 23-ქუ­ლი­ა­ნი მარ­ცხი. ჩვენს გუნდს საბ­რ­ძოლ­ვე­ლად ენერ­გია არ ჰქონ­და. მწვრთნელ­მა იგორ კო­კოშ­კოვ­მა წი­ნა წლე­ბი­დან სწო­რი დას­კ­ვ­ნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა, სა­თა­ნა­დოდ მო­ამ­ზა­და და მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის­ცა.

ჰო­და, ვი­ხი­ლეთ ლა­ღი, ქარ­თუ­ლი კა­ლათ­ბურ­თი, მო­თა­მა­შე­ე­ბი აზარ­ტ­ში იმ­დე­ნად შე­დი­ოდ­ნენ, დაღ­ლას ვერ გრძნობ­დ­ნენ.

"გვქონ­და გეგ­მა, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე მივ­ყ­ვე­ბო­დით, თუმ­ცა იგორ კო­კოშ­კო­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც გვაძ­ლევ­და. ყვე­ლას შე­ეძ­ლო თა­ვი­სუფ­ლად ემოქ­მე­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, თა­მა­შის ხა­რის­ხი ური­გო არ გვქონ­და", - იხ­სე­ნებს გი­ორ­გი ცინ­ცა­ძე.

"სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი ის გუნ­დია, მწვრთნე­ლი უნ­და მიჰ­ყ­ვეს მო­თა­მა­შე­ებს და არა პი­რი­ქით", - ეს უკ­ვე მის­ტერ იგო­რის სიტყ­ვე­ბია. იგი კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ხში­რად ხმა­რობ­და სიტყ­ვა "გმირს" და ასა­ბუ­თებ­და რა­ტო­მაც.

კო­კოშ­კო­ვამ­დე უცხო­ელ მწვრთნე­ლებს ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის შეც­ნო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი სა­თა­მა­შო სტი­ლის გა­მო­ძებ­ნა გა­უ­ჭირ­დათ და ამი­ტო­მაც ვერ გაძ­ლეს წე­ლი­წად­ზე მე­ტი დრო­ით. სერ­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტი თა­ვი­დან­ვე კარ­გად გა­ეც­ნო ჩვენს ხა­სი­ათს, ყვე­ლა კა­ლათ­ბურ­თელ­თან სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხა და ხუთ წე­ლი­წად­ში გუნ­დ­თან ერ­თად ისე გა­ი­ზარ­და, რომ ამ ზაფხულს დუ­შან ივ­კო­ვი­ჩის მი­ერ გაწ­ვ­რ­თ­ნილ მშობ­ლი­ურ სერ­ბეთს მო­უ­გო.

მეტ­საც გეტყ­ვით, კარ­გად იცო­და ქარ­თ­ველ­თა ამა­ყი ხა­სი­ა­თი და ევ­რო­ბას­კე­ტის წინ, რო­ცა ლიტ­ვა­ში ძი­რი­თა­დი დრო 77:77 დას­რულ­და, მას­პინ­ძელ­თა შე­თა­ვა­ზე­ბა არ მი­ი­ღო, ფრე­ზე გაყ­რა არ ისურ­ვა და და­მა­ტე­ბი­თი ხუ­თი წუ­თი ითა­მა­შა.

მოკ­ლედ, იგორ კო­კოშ­კოვ­მა და­ამ­ს­ხ­ვ­რია მი­თი, რომ­ლის თა­ნახ­მად უცხო­ე­ლის მოწ­ვე­ვა გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია თუნ­დაც მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ქარ­თულ მენ­ტა­ლი­ტეტ­თან შეწყო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. არა­და, რამ­დე­ნი მწვრთნე­ლი უმ­ს­ხ­ვერ­პ­ლია სპორ­ტ­ს­მე­ნებ­თან ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბელ ურ­თი­ერ­თო­ბებს...

იქ­ნებ კო­კოშ­კო­ვის კი­დევ ორი წლით დარ­ჩე­ნა იმი­ტო­მაც ღირ­დეს, რომ ნაკ­რე­ბის 30 წელს მი­ტა­ნე­ბულ ძი­რი­თად ბირთვს კარ­გად იც­ნობს და 2015 წლის ევ­რო­ბას­კეტ­ზე გუნ­დის­გან მაქ­სი­მუ­მი გა­მო­წუ­როს?

არა...
სერბ სპე­ცი­ა­ლისტს თა­ვი­დან­ვე ჰყავ­და ოპო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მუ­შა­ო­ბა­ში ბევრ უარ­ყო­ფითს ხე­დავ­დ­ნენ. ჩვენც ვხე­დავთ:

2012 წლამ­დე ნი­კა ცქი­ტიშ­ვილს სა­თა­და­რი­გოდ, თუმ­ცა მა­ინც სა­თა­ნა­დოდ იყე­ნებ­და. 2012-ში სა­ერ­თოდ არ გა­მო­ი­ძა­ხა... 2013-ში ნი­კამ ნაკ­რებ­ში კვლავ ითა­მა­შა, თუმ­ცა ძა­ლი­ან ცო­ტა. ის­მის შე­კითხ­ვა: თუ 2011-მდე ენ­დო­ბო­და, რა მოხ­და მას მე­რე?

2012-ში არც ლა­შა გამ­ყ­რე­ლი­ძეს უხ­მო. მარ­თა­ლია, იგი NBA-ში არ თა­მა­შობს, მაგ­რამ , რო­ცა საქ­მე ნაკ­რებს ეხე­ბა, შე­მად­გენ­ლო­ბა ოპ­ტი­მა­ლუ­რი უნ­და იყოს. ასეთ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში კი, ჩე­მი აზ­რით, გამ­ყ­რე­ლი­ძეც უნ­და იყოს.

იგორ კო­კოშ­კო­ვი 2011 წელს სი­ა­მა­ყით ამ­ბობ­და, თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ას ნი­ჭი თა­ვის დრო­ზე შე­ვამ­ჩ­ნი­ეთ და 2008 წლი­დან ნაკ­რებ­ში ავიყ­ვა­ნე­თო. ერ­თი ასე­თი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ცო­ტაა, შე­იძ­ლე­ბა NBA-ს პერ­ს­პექ­ტი­ვი­სა არა, მაგ­რამ ერ­თი-ორი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და დრო­უ­ლად რომ ამო­ერ­ჩია და თორ­ნი­კე­სა­ვით ნაკ­რე­ბის­თ­ვის შე­ეჩ­ვია, იქ­ნებ დღეს შეც­ვ­ლებ­ზე უკე­თე­სად დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ნაკ­რებს.

კო­კოშ­კო­ვის გუნ­დ­ში კი ერთ წელს ერ­თი ახალ­გაზ­რ­და ხვდე­ბო­და, მე­ო­რე წელს - მე­ო­რე. სა­თა­და­რი­გო ხუ­თე­უ­ლი მუდ­მივ ცვა­ლე­ბა­დო­ბას გა­ნიც­დი­და...

...ალ­ბათ იმი­ტომ, რომ იგი ამე­რი­კუ­ლი სტი­ლით მუ­შა­ობ­და (მუ­შა­ობ­სო, ჯერ ვერ ვიტყ­ვით, რად­გან კონ­ტ­რაქ­ტი ჩვენს ნაკ­რებ­თან აღარ აკავ­ში­რებს). ოკე­ა­ნის გაღ­მა კი გუნ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში მთა­ვარ მწვრთნე­ლებს გამ­ზა­დე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ხვდე­ბათ და არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ.

იგორ კო­კოშ­კო­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­სას­ვ­ლე­ლად და ში­და ჩემ­პი­ო­ნა­ტის კა­ლათ­ბურ­თე­ლებ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად ვერ იც­ლი­და, თა­ვი­სი ასის­ტენ­ტე­ბის არ­ჩე­უ­ლი გუნ­დით თა­მა­შობ­და... ევ­რო­პა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ნაკ­რე­ბო მწვრთნე­ლე­ბი თა­ვად და­დი­ან კან­დი­და­ტე­ბის თა­მა­შებ­ზე და სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით არ­ჩე­ვენ თორ­მე­ტე­ულს.

ხაშ­ლა­მას მა­რილს წი­ნას­წარ იმი­ტომ არ აყ­რი­ან, რომ ყვე­ლას თა­ვი­სე­ბუ­რი გე­მოვ­ნე­ბა აქვს და რამ­დენ­საც უნ­და იმ­დენ მა­რილს უზამს.

ჰოც და არაც
ფორ­მა­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას რომ გვაძ­ლევ­დეს, ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ თი­თო­ე­ულ თე­მას მა­დი­ა­ნად გან­ვავ­რ­ცობ­დით, მაგ­რამ ძი­რი­თად სა­კითხებ­ზე მა­ინც საკ­მა­რი­სად ვიმ­ს­ჯე­ლეთ. კითხ­ვა­ზე, ჰო თუ არა, პა­სუ­ხი ასე­თია:

თუ იგორ კო­კოშ­კო­ვი ნაკ­რებ­ში დარ­ჩე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და ეცა­დოს გუნ­დ­თან ახალ­გაზ­რ­დე­ბის შეწყო­ბას, რა­თა 2015 წლის შემ­დეგ შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად ახა­ლი გუნ­დის მშე­ნებ­ლო­ბა მოგ­ვი­წი­ოს.

თუ მას მთა­ვარ მწვრთნე­ლად არ დავ­ტო­ვებთ, ან თა­ვად არ დარ­ჩე­ბა, მა­შინ ევ­რო­პა­ში გა­მოც­დი­ლი, უმაღ­ლე­სი დო­ნის მწვრთნე­ლი გვჭირ­დე­ბა ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის იოლად შეც­ნო­ბის უნა­რით, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ჩა­მოს­ვ­ლა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ყუ­რე­ბას არ და­ი­ზა­რებს, 16 წლი­დან ნი­ჭი­ერ კა­ლათ­ბურ­თე­ლებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ნაკ­რე­ბო პროგ­რა­მას შე­უდ­გენს და იგორ კო­კოშ­კო­ვის არ­ჩე­ულ სტრა­ტე­გი­ას გა­ნავ­რ­ცობს.

სხვა­თა შო­რის, ური­გო არ იქ­ნე­ბა, თუ თა­ვად ბა­ტონ იგორს და­ვე­კითხე­ბით, ვის გვირ­ჩევს თა­ვის შემ­ც­ვ­ლე­ლად...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გეთანხმებით 100
gi0rgi
12:38 22-12-2013
0
გეთანხმებით 100 პროცენტით ბატონო ვაჯა
gi0rgi
12:39 22-12-2013
0

სიახლეები პოპულარული