ევრობასკეტის ოთხ ჯგუფში სათამაშოდ გუნდები ოთხ ქვეყანაში განაწილდნენ: საფრანგეთში, გერმანიაში, ხორვატიასა და ლატვიაში. მასპინძლებს პარტნიორი ქვეყნების არჩევის საშუალება მიეცათ. საფრანგეთმა ფინეთი აირჩია, გერმანიამ - თურქეთი, ხორვატიამ - სლოვენია, ხოლო ლატვიამ - ესტონეთი. ასე რომ, წილისყრის დაწყებამდე ცნობილი იყო ჯგუფებში ორ-ორი გუნდის ვინაობა.
ისიც ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები გერმანულ ჯგუფში ვერ მოხვდებოდა, რადგან ალემანები
საქმე მეხუთე კალათამდე რომ მივიდა, ავცდით ფრანგებს, გერმანელებს და რჩებოდა ორი ვარიანტი: ბალკანური ან ბალტიისპირული ჯგუფი. ბალკანური შეგვხვდა და მომავალ სექტემბერს სლოვენიასთან, ხორვატიასთან, მაკედონიასთან, საბერძნეთთან და ჰოლანდიასთან მოგვიწევს საქმის გარკვევა.
ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გადის და მერვედფინალში ეთამაშება D ჯგუფის კვარტეტს: პირველი - მეოთხეს, მეორე - მესამეს და ა.შ. პლეი ოფი საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ევრობასკეტი 2015 რიოს ოლიმპიადის (2016) შესარჩევი ტურნირიცაა. ოლიმპიადის საგზურს ავტომატურად მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალისტები, ხოლო დანარჩენი ოთხი მომავალ ზაფხულს, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.