იგორ კოკოშკოვი: ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკა ჩემი მისამართით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გეგმა "ევრობასკეტ 2015"-ის ჯგუფურ ეტაპზე, სულ მცირე, ორი მოგება და ჯგუფიდან გასვლაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა განუცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მინიმუმ ორი გამარჯვება, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ეტაპზე გავიდეს. როგორც კოკოშკოვმა აღნიშნა, მთავარი ამ გეგმის შესასრულებლად ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ჰოლანდიასთან გამარჯვებაა.

"პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა მოვიგოთ. იმედი მაქვს, ქართველი გულშემატკივარი ხვდება, თუ რამდენად რთული თამაში გველის ჰოლანდიის წინააღმდეგ, რომელმაც ძალიან ძლიერად ითამაშა ძლიერ
ევროპულ ნაკრებებთან. მინიმუმ, ორი თამაშის მოგება გვჭირდება შემდგომ ეტაპზე გასასვლელად.

ჩვენ ქართველები ვართ და ვიბრძოლებთ ამ გეგმის შესასრულებლად. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, რომ გავიმარჯვოთ როგორც ჰოლანდიასთან, ასევე წარმატებას მივაღწიოთ ჯგუფის სხვა ნაკრებებთან თამაშში", - განაცხადა იგორ კოკოშკოვმა.

მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს ბოლო წლებში დაგროვილი გამოცდილება "ევრო 2015"-ზე ძალიან გამოადგება.

"24 ივლისს სლოვენიაში იწყება ნაკრების მოსამზადებელი შეკრება. 20 მოთამაშეს ვუხმობთ ეროვნულ ნაკრებში. ჩვენ შეიძლება არ ვართ ბებერი გუნდი, მაგრამ გვაქვს დიდი გამოცდილება.

ვიცით, თუ რა გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. თავად ევროპის ჩემპიონატის ფორმატი ძალიან რთულია. არც ერთ სხვა ტურნირზე არ მახსენდება ასეთი დატვირთვა - 6 დღეში 5 თამაში.

მაქსიმალურად მივუყვებით იმ გეგმას, რაც გვქონდა, რადგან ამ გეგმის შედეგად წინა წლებში წარმატებას მივაღწიეთ. უნდა ველოდოთ ახალ სახეებს, თუმცა ჯერ ძნელია საუბარი, თუ ვინ იქნება ზუსტად ამ 20-კაციან შემადგენლობაში.

მაქსიმალურად დავაკვირდებით მოთამაშეებს. საქართველოს ნაკრების კარი ყველა მოთამაშისთვის ღიაა და თავად მათზეა დამოკიდებული, როგორ ჩაატარებენ სეზონის მეორე ნახევარს და თუ ვინ იქნება ნაკრებში გამოძახებული", - განაცხადა კოკოშკოვმა.

რაც შეეხება ნაკრებში ნიკოლოზ ცქიტიშვილის და ლაშა გამყრელიძის გამოუძახებლობას, როგორც კოკოშკოვმა განაცხადა, თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ ისინი შეავსებენ გუნდს, მზად არის, გამოიძახოს ეს კალათბურთელები.

"არც ერთ კალათბურთელთან მიმართებაში პირადი მოსაზრებების გამო გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია. გუნდი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც დამოკიდებულია თითოეულ წევრზე. თუ ჩავთვლით საჭიროდ, რომ ისინი შეავსებენ გუნდს, მე მზად ვარ, გამოვიძახო ეს კალათბურთელები.

ნიკა ცქიტიშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანს. მე მასთან ვისაუბრე გასულ ზაფხულსაც და თავისივე გადაწყვეტილება იყო ის, რომ დაესვენა და მომზადებულიყო მხოლოდ კლუბისთვის. ჩვენ ამ კალათბურთელებს კვლავ ვაკვირდებით. თუ მოხდა ისე, რომ ისინი გუნდისთვის აუცილებლები გახდებიან, ჩვენ მათ აუცილებლად გამოვიძახებთ ნაკრებში", - განაცხადა კოკოშკოვმა.

გარდა ამისა, მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ის ძალიან ბედნიერია და მოხარულია, რომ ჩამოვიდა თავის მეორე სამშობლოში - საქართველოში.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ სეზონის ამ ნაწილში მოვახერხე ჩამოსვლა. წინა წლებში სეზონის ამ პერიოდში ჩამოსვლას გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებდი და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკა ჩემი მისამართით.

ძალიან ხშირი კონტაქტი გვაქვს ფედერაციასთან, მწვრთნელებთან; გავმართეთ ამ ხუთი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა, დავესწარი 20-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშს და ვნახე საქართველოს ის კალათბურთელები, რომლებიც იქნებიან მომავალში ნაკრებში", - განაცხადა კოკოშკოვმა.

წყარო: interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნიკამ რო დიდ კალათბურთში თავი ვერ დაიმკვიდრა რათქმაუნდა მისი ბრალია ტიპს რამხელა შანსი ქონდა ვარსკვლავად ქცეულიყო მარა ალბათ ისევ ჩვენმა მენტალობამ შეუშალა ხელი მაგრამ თუ ნიკა არაა საშუალო დონის კალათბურთელი და ნაკრების დონის აბა ვინაა ჩემო კოდალ? გაიხსენე მხოლოდ მაკედონიასთან თამაში
gio
12 თებერვალი 2015 20:56
0
ცქიტიშვილი დრაფტზე მეხუთე ნომრად აიყვანეს და ფაჩულია მეორე რაუნდის 42-ე პიკად. დღეს ზაზა სესანიშნავად მოთამაშე მილუოკის ლიდერია ნბაში და ცქიტიშვილი ლიბანის ჭ კლასის ჩემპიონატშია. ბებერი არაა 30 წლისაა და კიდე შეუძლია მაღალ დონეზე ტამაში მაგრამ ზარმაცი კაცი გამოდგა. ისე მაინც წაადგება ნაკრებს თუმცა პირველი და მეორე ობცია არ უნდა იყოს
chiko
11 თებერვალი 2015 14:50
0
ცქიტიშვილი ნბა-ს დრაფტში აყვანილ მოთაშეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. მგონი სულაც მეორე იყო დარკო მილიჩიჩის მერე. მას არც ნაკრებში უქნია რამე. მასტი ნბა-ში მეოთხე აიყვანეს დრაფტში და სად თამაშობს 10 წლის მერე. კალათბურთის გაგებაში არ არის ის ვინც ნიკა საშუალო დონის კალათბურთელი და ნაკრების კალიბრის მოთამაშე ჰგონია.
ოდალა
08 თებერვალი 2015 17:47
0
ლიბანის ჩემპიონატი არ გაიშვას და მანდ დაგროვილი 54 ქულა და 32562345 მოხსნა )) ბებერია. მაგას სჯობს ბურჯანაძემ სცადოს ბედი,სანაძემ.თორემ წავლენ ესენი და დავრჩეთ მერე ჩალაგამოვლებულები.თოაბათა ცვლაა საჭირო.რაღადროს ცქიტოა.
ლიბანის ჩემპიონატი
07 თებერვალი 2015 16:30
0
დანაშაულია ვიღაცია ინტერესებს ეწირება კალათბურთი და ოქროს თაობა. ნაკრებიდან რომ მოსახსნწლია ეს ყველამ კარგად იცის კაცს საქართველოს ჩემპიონატის თამაში არ უნახავს და თAვებს ნუ იბრმავებთ!
Tornike
03 თებერვალი 2015 21:57
0
gio-ს. ცქიტოს გამოუძახებლობა თუ დანაშაულია, მაშინ იქნებ ისიც გვითხრათ, რა სასჯელი ეკუთვნის ამ დანასშულისათვის კოკოშკოვს. ვიმედოვნებ ეს თავისუფლების აღკვეთა არ იქნება. დანაშაული არა, დიდი თათრული კვახი.
merabi
03 თებერვალი 2015 09:41
0
ცქიტოს გამოუძახებლობა დანაშაულია...ასეთი ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს და იმედია კოკოშა ამ დანაშაულს არ ჩაიდენს.... კოკოშ დააბრუნე ნიიკუშა ნაკრებში ეგ ჩვენი ძალაა..
gio
02 თებერვალი 2015 23:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული