ჰენკ ნორელი: ფაჩულიიან საქართველოს ერთხელ უკვე მოვუგეთ!

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯეიკობ პულენი და ჰენკ ნორელი საქართველოსა და ჰოლანდიას 2012 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ტოონ ვან ჰალფტერენმა საევრობასკეტე შემადგენლობა გამოაცხადა. ეს კაცი ქართველ გულშემატკივარს კარგად უნდა ახსოვდეს - 2012 წელს "ლეიდენს" წვრთნიდა, როცა თბილისში ჩამოვიდა და "არმიას" დაუპირისპირდა.

სხვათა შორის, სწორედ "ლეიდენთან" სტუმრად დამარცხების გამო ვერ გავიდა "არმია" ევროჩელენჯის მომდევნო ეტაპზე, არადა მეტოქესთან შედარებით ფავორიტად ითვლებოდა.

ასევე ჩაითვლება საქართველოს ნაკრები ფავორიტად ჰოლანდიასთან მატჩში, თუმცა "ნარინჯისფერებს" კარგი მწვრთნელი, მებრძოლი გუნდი ჰყავთ და გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალურად მობილიზება დაგვჭირდება.

ჰოლანდიელებმა ევროპის
2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თვით ჩერნოგორია დაამარცხეს (შინ და გარეთ) და ევრობასკეტის მიღმა დატოვეს. როგორც ჩანს, "ნარინჯისფერებს" ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არ ჰყავთ.

შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა: რის ხარჯზე მოიპოვეს ევროპის პირველობის საგზური? პასუხი მარტივია - საუკეთესო დაცვის ხარჯზე. ჰოლანდიელები ხომ შესარჩევი ეტაპის მონაწილეთა შორის პირველები იყვნენ მიღებული ქულების სიმცირის მიხედვით. მათი მოწინააღმდეგეები საშუალოდ მხოლოდ 62.3 ქულას აგროვებდნენ. თავად "ნარინჯისფერები" კი - 63.0-ს აგდებდნენ.

იმედიანადაა განწყობილი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი იმედი, მეფარე ჰენკ ნორელი, რომელიც 2013-14 წლების სეზონში ვიქტორ სანიკიძესთან და გიორგი შერმადინთან ერთად "სარაგოსაში" თამაშობდა.

მას ინტერვიუში ჯგუფის მეტოქე ცენტრებზე, ზაზა ფაჩულიასა და ანტე ტომიჩზე ჰკითხეს. პასუხი:

"საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში ვეთამაშებით. მათ კარგი ტანმაღალი კალათბურთელები ჰყავთ, ვითამაშეთ ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ და მოვიგეთ. ეს ევრო-2013-ის შესარჩევ ეტაპზე მოხდა.

ბარსელონელი ანტე ტომიჩის წინააღმდეგ ყოველ სეზონში ხშირად მიწევს გამოსვლა. იგი თავის ამპლუაში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ყველასთან სათამაშოდ მზად ვარ".

ჰოლანდიის ნაკრების თავკაცმა ტოონ ვან ჰალფტერენმა შორიდან მოუარა, აღნიშნა, რომ წილისყრის შედეგებით კმაყოფილი არ არის...

"მინდოდა ბერლინში გვეთამაშა, რადგან გერმანიაში ბევრი ჰოლანდიელი ქომაგი ჩამოვიდოდა. ზაგრებში კი ყველა მსურველს გაუჭირდება ჩვენს მხარდასაჭერად ჩამოფრენა.

ქომაგების ფაქტორის გარდა, გასათვალისწინებელია მეტოქეთა სიძლიერეც - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ნაკრებები შეგვხვდა. ბალკანელებს: ხორვატებს, სლოვენიელებს და მაკედონიელებს ყოველთვის სწრაფი და ძლიერი გუნდები ჰყავთ. მათ საქართველოსაც თუ დავუმატებთ, ურთულეს ჯგუფს მივიღებთ.

ამის მიუხედავად ჩვენი ამოცანა ჯგუფში ერთზე მეტი მატჩის მოგებაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ერთზე მეტი მატჩის მოგება გვსურსო ის ერთი მატჩი საქართველოსთან მოგებას გულისხმობენ ბიჭებო არ ჩაიჯვათ და ყველასთან ყველაფერი გამოგივათ ბრძოლაა თავდაუზოგავი საჭირო შენგელიასავით არ დაემართოთ მთავარია ენბეას ფრესს რომ ვერ გაუძლო და გავარდა ამ ლიგიდან ვაჟკაცობა და თავდადება,ბოლომდე თავის დახარჯვაა საჭირო ისე ვერაფერი მიიღწევა ამ ცხოვრებაში,რიგითად დაიბადებით და რიგითად გარდაიცვლებით და არავისაც არ ეხსომებით სამითაობის დედმამიშვლიების შემდგომ ისე კი მსოფლიოს სფორტის ისტორიაში შეხვალთ ქართველებო!ხომ საამაყოა გაფრინდაშვილი,მეკოკიშვილი,შავლაყაძე,თედიაშვილი .....დიადი შვილი იყო შენი ქვეყნისა და მთელი მსოფლის შემეცნებაში ასწლობით....ჰაა?არ ჩაივარონ მთავარია,ქართული რაგბისა არ იყვეს იქართველოთ ქართველებო! თქვენი ჭირი, მე.შAვილები იამაყებენ თქვენით,სხვაგვარად კი გაქრებით,როგორც უამრავი არაფრისმაქნისი,ჭამისა და სმის გარდა და ზოგჯერ ისიც სხვათა ხარჯით, ქართველი გაქრა
Sebastian Chabal.France
13:00 23-06-2015
0
Sebastian Chabal.France-ს. ვინ გაგზარდა ასეთი "ზრდილობიანი", შე ოჯახ აშენებულო. ფეკალიები ძალიან კი გყვარებია. ამიტომ, თუ ბიჭებს მართლაც გაეპარებათ ის, რაზეც შენ მიუთითებ, გასუფთავება შენთვის მოგვინდვია.
andrei kirilenko
13:26 23-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული