იგორ კოკოშკოვმა "პანათინაიკოსს" უარი უთხრა, "იუტას"?

AutoSharing Option
ორიოდე კვირის წინ მოგახსენეთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ბერძნული "პანათინაიკოსი" ეპატიჟებოდა.

როგორც შევიტყვეთ, ელინები სერიოზულად იყვნენ კოკოშკოვის მიწვევით დაინტერესებულნი, მაგრამ ახალი ინფორმაციით, სერბმა სპეციალისტმა მათ უარი შეუთვალა.

შეგახსენებთ, რომ იგი გასულ სეზონში "ორლანდო მეჯიქის" სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, თუმცა გამოცემა "სპორტნოტიციეს" თუ ვენდობით, შესაძლოა, მომავალ სეზონში ფლორიდაში აღარ დარჩეს. საქმე ის არის, რომ მისი გადაყვანა "იუტა ჯაზს" სურს.

განხორციელდება ტრანსფერი თუ კოკოშკოვი ისევ "ორლანდოში" განაგრძობს მოღვაწეობას, მალე შევიტყობთ, მანამდე კი მისგან საქართველოს ნაკრების საევრობასკეტე განაცხადს ველით.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უმაღლესი დონის არა. უბრალოდ ხვდება დიდ გუნდებში მთავარ მწვრთნელობას ვერ გაქაჩავს.
0
კოკოშკოვი ჭკვიანი უმაღლესი დონის მწვრთნელია მთავარია საქართველოს არ უთხრას უარი
ემზარი
11:15 24-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული