საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰელსინკიში 14 კალათბურთელით შეიკრიბა. თბილისიდან ჩასულ 10 მოთამაშეს 4 კალათბურთელი დახვდა, რომლებიც ფინეთის დედაქალაქში ესპანეთიდან და ლატვიიდან ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრებში მხოლოდ კაპიტანს ელოდებიან, რომელიც ჰელსინკიში თამაშის დღეს, 21 ნოემბერს იტალიიდან, ჩარტერული რეისით ჩავა. თორნიკე შენგელიას 20 ნოემბერს ევროლიგაში, პრინციპული მატჩი ელის თურქულ ფენერბაჰჩესთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინეთში მყოფ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები ფინეთში თურქეთის გავლით, ტრანზიტული რეისით ჩაფრინდა. თვითმფრინავი თბილისიდან 12:00 საათზე გაფრინდა და ჰელსინკიში რომ ჩაფრინდა, საღამოს 7-ის ნახევარი იყო. ნაკრების 10 კალათბურთელს (გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და ილია ლონდარიძე) ჰელსინკის სასტუმრო Crown Plaza-ში ნაკრების 4 ლეგიონერი – გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი და კამარ ბოლდუინი დახვდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა პირველი ვარჯიში 19 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე დანიშნა. მანამდე მოთამაშეები ძალებს აღიდგენენ და ფიტნესით დაკავდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენს გუნდს ფინეთთან 2 მატჩი ელის – 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24 ნოემბერს – თბილისში.

GBF.GE

ზურა
ჰელსინკიდან რეპორტაჟი არ არის
კუ კობსონი
რას იზამ დგება პერიოდი როცა იცვლება თაობა.რაღაც პერიოდი შეიძლება ჩავარდნა იყოს,მაგრამ ყავლაშვილის და ხატიაშვილის და სხვა მათნაირი ნიჭიერი ბავშვის იმედით მოვა ისევ ძლიერი ნაკრების დრო. მანამდე უნდა დავიცადოთ , ეს ეტაპიც ერთად დასაძლევია და საქომაგო. წარმატებები ნაკრებს. ახალი ლეგიონერი კარგი მეპასეც ჩანს და იმედია გუნდს კარგად აათამაშებს.
სოსო
სამწუხაროდ ბითაძე,მამუკალაშვილის გარეშე ნაკრები უსუსტესია!!

არაფერი გამოგვივა,ყველაზე ცუდი ფორმაციის ნაკრები გვყავს!!
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
"ლიონი" აპელაციას შეიტანს - რომელმა კლუბმა შეიძლება დაიკავოს ლიგა 1-ში მისი ადგილი
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
ოფიციალურად - მიქაუტაძის "ლიონი" ლიგა 2-ში დააქვეითეს
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ხელშეუხებელია - პსჟ-ს ბარკოლა არ ეთმობა
"კოპენჰაგენმა" გოჩოლეიშვილის ნაცვლად პსჟ-ს ფეხბურთელი დაიმატა
დონარუმა: უნდა დავამარცხოთ - მესის ისედაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
შეთანხმება მიღწეულია - "ნაპოლი" კვარაცხელიას პოზიციაზე ფეხბურთელს პსვ-იდან იმატებს
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები აშშ-ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
ვანდა ნარამ ახალ ფეხბურთელთან ურთიერთობის შესახებ გვაუწყა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია