იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებიდან სამი კალათბურთელი გაუშვა

AutoSharing Option
10 აგვისტოს, გამთენიისას, საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიიდან დაბრუნდა. იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, ქართველებმა კურორტ პოდჩეტრტეკის სპორტკოპლექს "ტერმე ოლიმპიაში" ორკვირიანი შეკრება გაიარეს და ორი სპარინგ-მატჩი გამართეს.

ბოსნიასთან 5 და 6 აგვისტოს ჩატარებული შეხვედრებისა და სლოვენიური შეკრების შემდეგ ნაკრების თავკაცი ეროვნული გუნდის სამ კანდიდატს დაემშვიდობა.

ნაკრებში თავდაპირველად 18 კანდიდატი გამოიძახეს, რომლებმაც ჯერ თბილისური შეკრება გაიარეს (13-23 ივლისი), შემდეგ კი სლოვენიაში გაემგზავრნენ. სლოვენიიდან თბილისში გამომგზავრების წინ იგორ კოკოშკოვმა დაასახელა ის მოთამაშეები, რომლებიც ნაკრებს დატოვებენ: ნოდარ გოგოძე, გიგა ჯანელიძე და მიხეილ ჭოჭუა.

გოგოძე და ჯანელიძე
ნაკრების ახალწვეულები არიან. გოგოძემ გასული სეზონი საქართველოს ჩემპიონატში, კლუბ "ოლიმპში" გაატარა და ამ გუნდის რამდენიმე ხმაურიან გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო, გიგა ჯანელიძე კი იტალიაში, რანგით მესამე ლიგაში თამაშობდა და ნაკრების მწვრთნელებმა მისი გამოცდა განიზრახეს.

მიხეილ ჭოჭუა სტაჟიანი რუსთაველი ფორვარდია, რომელიც ნაკრებში შარშან მოხვდა, მაგრამ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

ნაკრები 11 აგვისტოს ორჯერ - დილას და საღამოს, სპორტის სასახლეში ივარჯიშებს. 14-16 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ესტონეთთან, იტალიასა და ლატვიასთან ერთად თბილისის მერიის თასის გათამაშებაში იასპარეზებს.

ეს კი ის 15 მოთამაშეა, რომლებიც ეროვნული ნაკრების შეკრებაზე დარჩნენ.

Sportall.Ge

მომზადებულია www.gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაჩულია მილუოკიშია და ქინქლაძე სიტიში)))))))))))
georgiano
04:36 12-08-2015
0
მარკოიშვილიც აღარ არის ცსკ-ში
liberte
16:07 11-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული