იტალიის ნაკრები: საქართველო მეტად სერიოზული მეტოქეა

AutoSharing Option
თბილისი დიდ ტურნირს მასპინძლობს. საქართველოში ოთხთა ტურნირის სათამაშოდ უკვე ჩამოვიდნენ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები: იტალია, ესტონეთი და ლატვია.

ცხადია, გაინტერესებთ ამბები თითოეული გუნდის შესახებ. ამ საქმეში იტალიის ნაკრების მწვრთნელები დაგვეხმარებიან, რომლებიც მოკლედ ახასიათებენ თითოეულ გუნდს.

იტალია
სიმონე პიანიჯანი (მთავარი მწვრთნელი):
- აქამდე არასრული შემადგენლობით ვემზადებოდით, თბილისის ტურნირზე NBA-ს სამივე წარმომადგენლით ვითამაშებთ. სწორედ ამიტომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქართველოში გასამართი მატჩები.

შემადგენლობა: ამადეო დელა ვალე (რეჯო ემილია), მარკო ბელინელი (საკრამენტო), პიეტრო არადორი (რეჯო ემილია), ალესანდრო ჯენტილე (მილანი), ჯუზეპე პოეტა (ტრენტო), ლუკა ვიტალი (კრემონა), დანილო გალინარი
(დენვერი), ანდრეა ბარნიანი (ბრუკლინი), მარკო კაზინი (კრემონა), ლუიჯი დატომე (ფენერბაჰჩე), რიკარდო ჩერვი (აველინო), ნიკოლო მელი (ბამბერგი), ანდრეა ჩინჩარინი (მილანი), დანიელ ჰაკეტი (ოლიმპიაკოსი), დავიდე პასკოლო (ტრენტო), აჩილე პოლონარა (რეჯო ემილია).
მწვრთნელი: სიმონე პიანიჯანი

ლატვია
ლუკა დალმონტე (იტალიის ნაკრების მეორე მწვრთნელი):
- ლატვია ძალიან მოტივირებული გუნდია. ჰყავს კარგი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი, რომელმაც წლების განმავლობაში გუნდი კარგად ააწყო. ამიტომ წლევანდელ ევრობასკეტზე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ლიდერებად გამოცდილი ბლუმსი და იანიჩენოკსი შეიძლება მივიჩნიოთ.

შემადგენლობა: მარეკს მეჟერისი (ვეფ რიგა), როლანდს ფრეიმანისი (უკლუბოდ), იანის ბლუმსი (უკლუბოდ), დაირის ბერტანსი (ბილბაო), იანის ტიმა (ზენიტი), კრისტაპს იანიჩენოკსი (ვენტსპილსი), იანის შტრელნიეკსი (უკლუბოდ), კასპარს ბერზინსი (ნიჟნი ნოვგოროდი), ანდრეის შელაკოვსი (იეკაბპილსი), მარტინს მეიერსი (ვეფ რიგა), ინგუს იაკოვიჩსი (ვეფ რიგა), მარტინს ლაკსა (იურმალა), ჰარალდს კარლისი (იურმალა), ზანის პეინერსი (ვენტსპილსი), დავის როზიტისი (ვალმეირა), რიჩმონდს ვილდე (ბაპტისტსი), კასპარს ვეცვაგარსი (ჟალგირისი).
მწვრთნელი: აინარს ბაგაცკისი.

ესტონეთი
ლუკა დალმონტე:
- ესტონეთის ნაკრებში გამოკვეთილი ლიდერია კრისტიან კანგური, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესტონელები გუნდურად არ თამაშობენ. სწორედ ამით მიაღწიეს ევროპის ჩემპიონატამდე. შემადგენლობაში, ძირითადად, "კალევისა" და "ტარტუ როკის" კალათბურთელები არიან.

შემადგენლობა: ტანელ სოკი (ტარტუ როკი), სტენ-ტიიმუ სოკი (დინამო), მარტინ დორბეკი (კალევი), რაიან ვეიდემანი (კალევი), გერტ დორბეკი (ტარტუ როკი), გრეგორ არბეტი (კალევი), ერიკ კეედუსი (კალევი), სიიმ-საზნდერ ვენე (ჟალგირისი), კრისტიან კანგური (უკლუბოდ), ტანელ კურბასი (ტარტუ როკი), კრისტიან კიტსინგი (კალევი), იოსეპ ტოომე (ტარტუ როკი), იანარ ტალტსი (ტარტუ როკი), ტიმო ეიჩფუსი (ტარტუ როკი), რაინ რაადიკი (ტტუ), რეინარ ჰალიკი (რაკვერე).
მწვრთნელი: ტიიტ სოკი.

საქართველო
ლუკა დალმონტე:
- საქართველოს ნაკრები მეტად სერიოზული მეტოქეა. მას ევროპაში ყველა აფასებს იმ კალათბურთელების გამო, რომლებიც გუნდს მიუძღვიან: ფაჩულია, მარკოიშვილი, შენგელია, შერმადინი, ცინცაძე, სანიკიძე...

ამ გუნდთან თბილისური ტურნეს ბოლო დღეს ვთამაშობთ და, სავარაუდოდ, შეჯიბრების გამარჯვებულიც ურთიერთშეხვედრაში გამოვლინდება.

შემადგენლობა: გიორგი ცინცაძე (შსს აკადემია), ჯეიკობ პულენი (ცედევიტა), ოთარ ფხაკაძე (ფეირმონტი), ბექა წივწივაძე (შსს აკადემია), მანუჩარ მარკოიშვილი (დარუშაფაკა), დუდა სანაძე (სან დიეგო), ბესიკ ლეჟავა (დინამო), ლევან ფაცაცია (ნიჟნი ნოვგოროდი), ვიქტორ სანიკიძე (ტედ კოლეჯი), თორნიკე შენგელია (ბასკონია), ბექა ბურჯანაძე (კორუნია), ნიკა მეტრეველი (შსს აკადემია), ზაზა ფაჩულია (დალასი), გიორგი შერმადინი (ანდორა), გიორგი შარაბიძე (შსს აკადემია).
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო VS ესტონეთი - თბილისის მერის თასი იწყება!
მკითხველის კომენტარები / 1 /

უდიდესი თხოვნა და მოთხოვნა: ჩამოაშორეთ კომენტატორობას ჯამლეტ ხუხაშვილი!!! მეტის ატანა აღარ შეგვიძლია!! რამისაა ხმა გავუთიშოთ ტელევიზორებს, დააწინაურეთ ახალგაზრდა კომენტატორები!!
georgiano
00:27 16-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული