შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა მეტოქეს 90:55 სძლია.
"საწყისი რამდენიმე წუთი ცუდად დავიწყეთ, რაც ალბათ ნევიულობის ბრალია, თუმცა მალევე მოვახერხეთ თამაშის დალაგება და სოლიდურადაც დავწინაურდით. დავუშვით რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ვფიქრობ, ამ შეცდმების გამოსწორებას უახლოეს მომავალში შევძლებთ.
საბოლოო ჯამში ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა და იმედი მაქვს, მომავალ შეხვედრებშიც შევძლებთ წარმატებების მიღწევას. ეს არ გახლავთ ნაკრების მაქსიმუმი, დასახვეწი და გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს და მალე ნაკრები მზადების მომდევნო
"შეამჩნევდით, რომ ჩვენს გუნდს აკლია თორნიკე შენგელია. იგი მალე გამოჯანმრთელდება და ეჭვიც არ მეპარება, რომ სლოვენიაში გუნდს კარგ ფორმაში მყოფი შეუერთდება.
რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, დიდი სხვაობით გავიმარჯვეთ, მაგრამ ევრობასკეტზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ, რათა ჯგუფიდან გავიდეთ.
ესტონეთს არ ჰყავს იმდენად ძლიერი გუნდი, რომ მათ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩიდან გამოდინარე ვიმსჯელოთ ჩვენი ნაკრების ფორმაზე.
ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად ჯანმრთელად და კარგ ფორმაში მყოფნი შევხვდეთ ევროპის ტურნიეს. ამისათვის გვაქვს 20 დღე და ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ", - თქვა მანუჩარ მარკოიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 18:00 საათზე საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. მატჩს პირველი არხი აჩვენებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით