თბილისის მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სპორტის სასახლეში თბილისის მერიის თასის მეორე სათამაშო დღეს ლატვიას დაუპირისპირდა.

ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე დაძაბულ მატჩში ანგარიშით 78:76 დაამარცხეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ და ზაზა ფაჩულიამ დააგროვეს, რომლებმაც 16-16 ქულა მიითვალეს. ვიქტორ სანიკიძეს (12 ქულა) კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

საქართველო-ლატვია 78:76
20:16, 28:22, 22:23, 8:15

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების 16 აგვისტოს 20:30 საათზე იტალიას შეხვდება. შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

ასევე იხილეთ:
თბილისის მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
იტალია-ესტონეტი/როდის--ტარდება/
mixeil
16 აგვისტო 2015 00:58
0
ბიჭებს მადლობა და წარმატებები!
უდიდესი თხოვნა და მოთხოვნა: ჩამოაშორეთ კომენტატორობას ჯამლეტ ხუხაშვილი!!! მეტის ატანა აღარ შეგვიძლია!! რამისაა ხმა გავუთიშოთ ტელევიზორებს, დააწინაურეთ ახალგაზრდა კომენტატორები!!
georgiano
16 აგვისტო 2015 00:20
0
მაინტერესებს თამაშზე დასასწრები ბილეთები თუ დარჩა და რა გირს ?
mariami
15 აგვისტო 2015 23:35
0
კოკოშკოვი ძალიან სუსტია! შესაბამისად ნაკრებიც, ნორმალური მეტოქე არ გაპატიებს ასეთ აგდებულ თამაშს. მეოთხე პერიოდში თითი თითზე არ დაუდიათ
gia
15 აგვისტო 2015 21:01
0
ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ კოკშკოვი სუსტი მწვრთნელია, განსაკუთრებით სათამაშო ტაქტიკის ხაზით
თემური
15 აგვისტო 2015 20:28
0
ასეთი თამაშით ხვალ იტალიასთან დავმარცხდებით.
ლალი
15 აგვისტო 2015 20:09
0
შეიძლება ვინმემ აგვიხსნას პულენი რისთვის მოიწვიეს ნაკრებში და ფულს რაში უხდიან?
გელა
15 აგვისტო 2015 20:04
0

სიახლეები პოპულარული